მერსედეს არაოსი
მერსედეს როსალბა არაოს ფერნანდესი (ესპ. Mercedes Rosalba Aráoz Fernández; დ. 5 აგვისტო, 1961, ლიმა, პერუ) — პერუელი ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 2017 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 2 აპრილამდე იყო პერუს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (პრემიერ-მინისტრი). 2016 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 23 მარტამდე რესპუბლიკის მეორე ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 23 მარტიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე — პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2016 წლიდან პერუს კონგრესის წევრი. 2006-2009 წლებში პერუს საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრია.
მერსედეს არაოსი Mercedes Aráoz | |
პერუს პირველი ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 მარტი, 2018 – 1 ოქტომბერი, 2019 | |
პრეზიდენტი | მარტინ ვისკარა |
წინამორბედი | მარტინ ვისკარა |
მემკვიდრე | ვაკანტურია |
პერუს მეორე ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი, 2016 – 23 მარტი, 2018 | |
პრეზიდენტი | პედრო პაბლო კუჩინსკი |
წინამორბედი | ომარ ჩეადე |
პერუს პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 სექტემბერი, 2017 – 2 აპრილი, 2018 | |
პრეზიდენტი | პედრო პაბლო კუჩინსკი, მარტინ ვისკარა |
წინამორბედი | ფერნანდო სავალა |
მემკვიდრე | სესარ ვილიანუევა |
პერუს ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 დეკემბერი, 2009 – 14 სექტემბერი, 2010 | |
პრეზიდენტი | ალან გარსია |
წინამორბედი | ლუის კარანსა უგარტე |
მემკვიდრე | ისმაელ ბენავიდეს ფერეიროსი |
დაბადებული | 5 აგვისტო, 1961 ლიმა, პერუ |
განათლება | მაიამის უნივერსიტეტი, წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
რელიგია | კათოლიციზმი |
2019 წლის 30 სექტემბერს პერუს კონგრესმა გამოაცხადა პრეზიდენტ მარტინ ვისკარას გადაყენება და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა მერსედეს არაოსი, თუმცა მთავრობის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება იყო არაკანონიერი, რადგან კონგრესი რამდენიმე საათით ადრე დაითხოვა პრეზიდენტმა მარტინ ვისკარამ. პერუს სამხედრო ძალები კვლავ ვისკარას აღიარებდნენ ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მეთაურად, შესაბამისად, არაოსმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება შეწყვიტა 2019 წლის 1 ოქტომბერს.
ბიოგრაფია
რედაქტირებამერსედეს არაოსი დაიბადა 1961 წლის 5 აგვისტოს პერუს დედაქალაქ ლიმაში. სწავლობდა და დაასრულა დედაქალაქის მაგდალენა-დელ-მარის რაიონში მდებარე წმინდა მარიას სახელობის სკოლა[1]. შემდეგ სწავლობდა ეკონომიკას წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში. ასპირანტურა კი დაასრულა მაიამის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი[2]. არაოსი იყო წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ფინანსების უმაღლესი სკოლის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი. ჟურნალ Punto de Equilibrio-ს დირექტორი და რედაქტორი.
მერსედეს არაოსი იყო წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის დოცენტი, ასევე პერუს დიპლომატიური აკადემიის პროფესორი. თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, იგი მუშაობდა ექსპორტის და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარედ, ეროვნული კონკურენციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად და კერძო ინვესტიციების განვითარების სააგენტოს დირექტორად.
2005 წელს, როგორც ეროვნული კონკურენციის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, შეიმუშავა პერუს ეროვნული კონკურენციის გეგმა. მანამდე, როგორც საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მრჩეველი, იყო მოლაპარაკების ჯგუფის წევრი პერუსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც ეხებოდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. იგი ასევე ხელმძღვანელობდა კონკურენციის პოლიტიკის ჯგუფს ამერიკის ორივე კონტინენტის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში.
2011 წლის ნოემბერში არაოსი დანიშნეს საერთოამერიკული განვითარების ბანკის ხელმძღვანელად მექსიკაში და ეს თანამდებობა ეკავა 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლამდე.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2006 წლის 28 ივლისს პერუს პრეზიდენტმა ალან გარსია პერესმა დანიშნა საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრად. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მერსედეს არაოსი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ[3], კანადა[4], სინგაპური, ევროკავშირი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი და ჩილე.
ტურიზმის სექტორში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიღწევებს შორის აღსანიშნავია მაჩუ-პიქჩუს აღიარება მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებად. არაოსს აღნიშნული თანამდებობა ეკავა პრემიერ-მინისტრების ხორხე დელ კასტილოსა და იეჰუდა სიმონის მთავრობებში. 2009 წლის 10 ივლისი ტოვებს მინისტრის თანამდებობას.
2016 წლის არჩევნების დროს აირჩიეს პერუს კონგრესის წევრად პარტია პერუელები ცვლილებებისათვის რიგებიდან. ამავე დროს აირჩიეს პრეზიდენტ პედრო პაბლო კუჩინსკის მეორე ვიცე-პრეზიდენტად, რომელმაც ასევე დანიშნა პრემიერ-მინისტრად[5]. კუჩინსკის გადადგომის შემდეგ გახდა ქვეყნის ახალი მეთაურის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელი თანამდებობაც ეკავა პერუში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისამდე, ანუ 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე[6].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Universidad del Pacífico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 de mayo de 2010.
- ↑ Universidad del Pacifico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-28. ციტირების თარიღი: 2018-04-07.
- ↑ TLC - Tratado de Libre Comercio Perú - Estados Unidos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 de agosto de 2010.
- ↑ Tratado de Libre Comercio Perú - Canadá. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 de diciembre de 2009.
- ↑ Economist Mercedes Araoz sworn in as Peru's new prime minister
- ↑ Disolución del Congreso en Perú: renuncia Mercedes Aráoz, nombrada "presidenta en funciones" por el Parlamento en sustitución de Vizcarra.