მერილინ კოზაკი
მერილინ ს. კოზაკი — ამერიკელი მეცნიერი და რობერტ ვუდ ჯონსონის სამედიცინო სკოლის ბიოქიმიის პროფესორი. ნიუ- ჯერსის მედიცინისა და სტომატოლოგიის უნივერსიტეტის რუტგერსის უნივერსიტეტთან გაერთიანდებამდე, მერილინი იქ მუშაობდა. მიიღო მიკრობიოლოგიის დოქტორის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. დანიელ ნათანსის ხელმძღვანელობით სწავლობდა ბაქტერიოფაგ MS2-ის სინთეზს. თავდაპირველად, როდესაც გეგმავდა ფაკულტეტზე მუშაობის დაწყებას, აპირებდა ევკარიოტების ტრანსლაციის მექანიზმის შესწავლას ( დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს პრობლემა ჯოან სტეიცმა გადაჭრა). პიტსბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყოფნისას გამოაქვეყნა კვლევების სერია, რომლებმაც დაადგინეს ტრანსლაციის დაწყების სკანირების მოდელი და კოზაკის თანმიმდევრობა. [1] მერილინ კოზაკის ამჟამინდელი კვლევითი ინტერესები უცნობია, რადგან ბოლო პუბლიკაცია გამოაქვეყნა 2008 წელს.[2]
მერილინ კოზაკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 ივლისი, 1943 (81 წლის) |
დაბ. ადგილი | Akron |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | University of Pittsburgh |
ალმა-მატერი | ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი |
აღიარება
რედაქტირებაThe Scientist-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მერილინ კოზაკი 1980-იანი წლების 10 საუკეთესო ქალი მეცნიერის სიაში მოხვდა. ეს წოდება მიენიჭა იმ ციტირებების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ეხებოდა 1981-დან 1988 წლამდე გამოქვეყნებულ ნაშრომებს. ამ დროის განმავლობაში მეცნიერი 3107-ჯერ იქნა ციტირებული. მისი ყველაზე ციტირებული ნაშრომი „Compilation and analysis of sequences upstream from the translational start site in eukaryotic mRNAs“, გამოქვეყნდა 1984 წელს. ამ სტატიაში მერილინ კოზაკმა გააშუქა კვლევა, რომლის შედეგადაც გაიზარდა ცნობილი უჯრედული mRNA-ების რაოდენობა 32-დან 166-მდე.[3]
უთანხმოებები
რედაქტირება2001 წლის მარტში ჟურნალ "Journal of Molecular and Cellular Biology-"ში კოზაკმა გამოაქვეყნა მინი მიმოხილვა „ევკარიოტებში ტრანსლაციის დაწყების ახალი გზები?“ ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა სამეცნიერო საზოგადოებაში. თავის პუბლიკაციაში კოზაკმა განიხილა საკუთარი ეჭვები Internal Ribosome Entry Site (IRES) როლის შესახებ. ეს ეჭვები ყველაზე გადამწყვეტად უარყო რობერტ შნაიდერმა, რომელმაც გამოაქვეყნა საპასუხო სტატია იმავე სათაურით იმავე ჟურნალში 2001 წლის დეკემბერში. ამ სტატიაში შნაიდერი ამტკიცებდა, რომ საკუთარი მინი მიმოხილვის გამოქვეყნებით, კოზაკი იმედოვნებდა, რომ დაადასტურებდა თავისი აღმოჩენების მართებულობას. მან ასევე განაცხადა, რომ კოზაკის პუბლიკაცია არ აკმაყოფილებდა სამეცნიერო სტანდარტებს და არ უნდა გამოქვეყნებულიყო ჟურნალში. მეცნიერის უფრო გვიანდელი ნაშრომები ამტკიცებენ მის განცხადებას, რომInternal Ribosome Entry Site - ის უმეტესობის არსებობა არ იყო გამყარებული სანდო მტკიცებულებებით. ამ დაპირისპირების შემდგომი შედეგები, მათ შორის ვარაუდი იმის შესახებ, რომ კოზაკი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა, განხილული იყო 2015 წელს დაწერილ ბლოგ-პოსტში „«First Human Bioinformatician Criticizes Bad Science Of NIH-Funded Bigshots, Disappears“. [4]
სამეცნიერო წვლილი
რედაქტირებასაკუთარი ნაშრომების გამოქვეყნებასთან ერთად, კოზაკმა წვლილი შეიტანა სამეცნიერო საზოგადოებაში, როდესაც შევიდა "Journal of Molecular and Cellular Biology"-ის სარედაქციო საბჭოში. 1983 წლიდან 1991 წლამდე იგი პერიოდულად იკავებდა ჟურნალის რედაქტორის თანამდებობას. [5] [6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Grissom, Abigail (1990-10-15). „Research: Top 10 Women Scientists Of The '80s: Making A Difference“. The Scientist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 2015-07-04.
- ↑ Kozak, Marilyn (4 October 1993). "Identifying AUG Initiator Codons" (PDF). Citation Classic Commentaries. 36 (40). Retrieved 4 July 2015.
- ↑ Grissom, Abigail (15 October 1990). "Research: Top 10 Women Scientists Of The '80s: Making A Difference". The Scientist. Retrieved 4 July 2015.
- ↑ First Human Bioinformatician Criticizes Bad Science of NIH-funded Bigshots, Disappears. ციტირების თარიღი: 2019-02-05
- ↑ Molecular and Cellular Biology Editorial Board (1988). ციტირების თარიღი: 2023-04-03
- ↑ Molecular and Cellular Biology Editorial Board (1991). ციტირების თარიღი: 2023-04-03