მემორიალური მოედანი

მემორიალური მოედანი (რუს. Мемориальная площадь) — მემორიალი ქალაქ კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მემორიალი შეიქმნა 1943 წლის იანვარში დიდ სამამულო ომში გერმანელი ფაშისტებისაგან ქალაქის დაცვის დროს დაღუპული ჯარისკაცების, სამოქალაქო ომის პერიოდში ქალაქის გათავისუფლებისას დაღუპულ ჯარისკაცთა პატივისცემის ნიშნად. მემორიალის შემადგენლობაში შედის უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

მემორიალური მოედანი
Мемориальная площадь
კოორდინატები 47°34′23″N 41°06′06″E / 47.57292° ჩ. გ. 41.10176° ა. გ. / 47.57292; 41.10176
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, რუსეთი
თარიღდება 1979
გარე სურათები
მემორიალური მოედანი როსტოვის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვსკში

მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი კონსტანტინოვსკი, 25 ოქტომბრისა და კომკავშირის ქუჩების გადაკვეთა.

ქალაქ კონსტანტინოვსკის მოედანზე მდებარე მემორიალი წარმოადგენს ძეგლების კომპლექსს, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა დროს ქალაქის გათავისუფლებისა თუ დაცვის დროს დაღუპულ მემორიალებს. ასევე მემორალის ერთ-ერთი ძეგლი ეძღვნება იმ ადამიანებს ვინც წვლილი შეიტანა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდაციაში. მემორიალური კომპლექსი დაამზადა არქიტექტურული ორგანიზაციების ჯგუფმა: როსტოვის ოლქის არქიტექტურისა და ქალაქდაგეგმარების ჯგუფი - წამყვანი არქიტექტორი იური ზოლოტოვი.

კომპლექსის ცენტრში დგას სტელა მარადული ცეცხლით. სტელის სიმაღლე არის 12,5 მეტრი, რომელიც დგას ბეტონის კვარცხლბეკზე. სტელა და კვარცხლბეკი რკინა-ბეტონითაა დამზადებული. კვარცხლბეკი მოპირკეთებულია ნაცრისფერი და ვარდისფერი ტუფით. სტელის მარჯვენა მხარეს დამონტაჟებულია საფლავის სიმბოლოები, მასზე ნაცრისფერი ტუფით აწერია „1920“ და „1943“.

საფლავის ქვემოთ, რომელსაც აქვს წარწერა „1943“ მდებარეობს ძმათა სასაფლაო, რომლებიც დაიღუპნენ 1943 წელს ქალაქ კონსტანტინოვსკის გათავისუფლების დროს. საფლავის წინა მხარეს დაკიდებულია მემორიალური დაფა, რომელზეც წარწერაა

 
„Воинам, погибших в боях за освобождение г. Константиновска от немецко-фашистских захватчиков в январе 1943 года.“

კვარცხლბეკზე დამონტაჟებულია მარმარილოს დაფა, რომელზეც 76 დაღუპული ჯარისკაცის სახელებია დაწერილი.

საფლავის ქვემოთ, რომელსაც აქვს წარწერა „1920“. ეძღვნება სამოქალაქო ომში დაღუპულ მეომრებს. მემორიალური კომპლექსისი წინა მხარეს მიმაგრებულია მემორიალური დაფა, რომელზზეც წარწერაა:

 
„Бойцам и командирам 2-й Донской стрелковой дивизии, погибшим в боях за Советскую власть 25-26 июля 1920 года.“

კვარცხლბეკზე მდებარე მემორიალურ დაფაზე კი დაწერიალია:

 
„Здесь покоятся останки бойцов и командиров Красной Армии, погибших при освобождении города в 1920 году.“

1979 წელს მოედანზე დაკრძალეს 1920 წელს დაღუპული ქალაქის დამცველები. 1979 წლის 15 დეკემბერს შედგა ძეგლის საზეიმო გახსნა.

განცალკევებით მდგომ კვარცხლბეკზე ჰკიდია მემორიალური დაფა, რომელზეც არის წარწერა:

 
„Константиновцам, исполнившим гражданский долг по ликвидации последствий аварии на Чернобыльской АЭС, от земляков. Апрель 1998 г.“

ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულია 195 ადამიანი. მემორიალის ტერიტორია კეთილმოწყობილია[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება