მელოს ციხე
მელოს ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. არქიტექტურლი ძეგლი ისტორიული კლარჯეთის ჩრდილოეთ პროვინციის — ნიგალისხევის სამხრეთ ნაწილში, მდ. ჭოროხის შენაკადის მდ. მელოსწყლის მარჯვენა სანაპიროზე.
მელოს ციხე | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
შესწავლის ისტორია
რედაქტირებამელოს ციხეს იხსენიებენ თურქი მკვლევრები. ქართველ მკვლევართაგან ეს ციხე პირველად დევი ბერძენიშვილმა აღწერა. ციხის შესახებ გარკვეული ინფორმაცია 2014-2016 წლებში გამოქვეყნდა მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფის მიერ.
ისტორიული გეოგრაფია
რედაქტირებააქაური მოსახლეობა ძირითადად მუჰაჯირი გურჯები არიან. 1878-1917 წლებში სოფელი მელო სასაზღვრო ზონას წარმოადგენდა, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი. მელოს ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით და დუღაბით. ციხის გეგმა კლდის რელიეფზეა მორგებული. მელოს ციხე მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის მდ. მელოსწყლის ხეობის ჩამკეტი ციხეა. იგი სტრატეგიულ ადგილზე — ვიწრო ხეობის განშლის დასაწყისში მდებარეობს, ძნელად მისასვლელი ქედის დასასრულს. მელოს ციხიდან საიწვერის უღელტეხილით გზა გადადის ბუდაზორის და ხევისკარის ციხეებზე, საიდნაც ჩადის ოგდემში, ამიერ ტაოში. შუა საუკუნეების სავაჭრო-საქარავნო გზა XX საუკუნის ჩათვლით, რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებამდე იყო მოქმედი. მელოს ციხე ართვინთან ერთად ნიგალის ხევის უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენს. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს კლარჯეთის ამ მიკრორეგიონის განსაკუთრებულ ბუნებას, მთისა და ბარის სიახლოვეს, რაც დადებითად მოქმედებდა ხეხილის მრავალფეროვნებაზე.
ტოპონიმი
რედაქტირებაიური სიხარულიძის აზრით ტოპონიმ „მელოს“ ადრეული ფორმა უნდა ყოფილიყო „მელნი“. მელოს აქვს 2 მეზრე და 2 იალაღი მელოს ხეობაში. ტოპონიმი განივრცო ჰიდრონიმზეც - მელოსწყალი.
ციხის აღწერა
რედაქტირებამელოს ციხე არქიტექტურულად ჰგავს ოხურის ციხეს, მხოლოდ ბევრად დაზიანებულია. გალავნის ორი მხარე (აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედელი) მთლლიანად ჩამოშლილია. ნაწილობრივ აგრეთვე დაზიანებულია დასავლეთის კედელი. მისი ცენტრალური ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია გალავნის 2 ნაშთი. დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს კლდოვანი ქანობია და ციხემდე ძნელად მიისვლება. სამხრეთ მხარეს კი ვიწრო ბილიკით ციხემდე შეიძლება მიღწევა. თითოეულ მიმართულებას აკონტროლებს 3 სალოდე და 3 სათოფური. სათოფურების არსებობა მიანიშნებს ციხის გვიან შუა საუკუნეებში გამოყენებაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9