დევი ბერძენიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

დევი ბერძენიშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1934, თბილისი — გ. 2008) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

დევი ბერძენიშვილი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1934(1934-11-20)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, ასფსრ
გარდ. თარიღი 2008
საქმიანობა ისტორიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეთა სექტორის გამგედ. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, არის 44 ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი საქართველოს ისტორიასა და ისტორიულ გეოგრაფიაში. სადისერტაციო თემა — „სამხრეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“, დაიცვა 1985 წელს.

მიღებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია.

გარდაიცვალა 2008 წლის აგვისტოში, 73 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება