მელანი კლაინი
მელანი კლაინი (გერმ. Melanie Klein; დაბად. რეიცესი; 30 მარტი, 1882, ვენა— 22 სექტემბერი, 1960, ლონდონი) —ებრაული წარმოშობის გავლენიანი ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი.[1] [2]
მელანი კლაინი გერმ. Melanie Klein | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 მარტი 1882 ვენა |
გარდაცვალების თარიღი |
22 სექტემბერი 1960 (78 წლის) ლონდონი |
ქვეშევრდომობა |
ავსტრია-უნგრეთი ავსტრია დიდი ბრიტანეთი |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ფსიქოანალიზი |
საიტი | www.melanie-klein-trust.org.uk |
ბიოგრაფია
რედაქტირებამელანი კლაინი დაიბადა 1882 წლის 30 მარტს ვენაში ებრაელების სამშვილიან ოჯახში. მისი მამა, მორიც რაიცესი, მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა და მეუღლეზე 15 წლით უფროსი გახლდათ. იმ დროისთვის, როდესაც მელანი დაიბადა, იგი უკვე 50 წელს იყო გადაცილებული.[3]
ბავშვობაში მელანის განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა უფროს დასთან სიდონისთან. თუმცა სიდონი 9 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ტრაგედია პატარა მელანისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა ძმა ემანუელი. 18 წლის ასაკში, მამა გარდაეცვალა და მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ— დედა. ბავშვობაში ახლობელი ადამიანების დაკარგვამ მელანი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, რაც მისი ნაცნობების თქმით, მკვეთრად აისახა მის ხასიათზე.ზოგადად მელანი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოირჩეოდა უხეში ხასიათით. ამან უნებურად გავლენა იქონია მისი მიმდევრების წრის შევიწროებაზე. 1903 წელს მელანი ცოლად გაჰყვა ინჟინერ არტურ კლაინს. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ხელოვნებასა და ისტორიას ვენის უნივერსიტეტში, მაგრამ სრულყოფილი განათლება არ მიუღია. მალე მეუღლესთან ერთად ვენა დატოვა და სლოვაკეთსა და სილეზიაში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს ქორწინებაში სამი შვილი შეეძინა. მელანის ოჯახური ცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა. რთულმა ხასიათმა ხელი შეუშალა კარგი დედა ყოფილიყო. მას არ ჰქონდა სიყვარული და ურთიერთგაგება ბავშვებთან დამოკიდებულებაში. მისმა ქალიშვილმა მელიტამ, რომელიც ასევე ფსიქოანალიტიკოსი გახდა, დედასთან ურთიერთობა გაწყვიტა და მის დაკრძალვასაც არ დასწრებია.
მელანი კლაინის უფროსი ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა მთებში, თუმცა, მელიტას თქმით, მან თავი მოიკლა სასოწარკვეთილმა, ვინაიდან დედასთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო.
1910-1919 წლებში მელანი კლაინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბუდაპეშტში. 1914 დედის გარდაცვალებამ და მესამე შვილის დაბადებამ დეპრესიაში ჩააგდო. მან დახმარებისთვის მიმართა ფსიქოანალიტიკოს შანდორ ფერენცის. მასთან ფსიქოანალიტიკური კურსის გავლის შემდეგ, იგი ფსიქოანალიზით დაინტერესდა.
1917 წელს მელანი კლაინმა დაიწყო საკუთარი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა ჯერ საკუთარი უმცროსი ვაჟის, შემდეგ კი მეგობრებს ხუთი წლის ბიჭზე დაკვირვებით.
1918 წელს მან მონაწილეობა მიიღო მეხუთე საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესის მუშაობაში, სადაც გაიცნო ზიგმუნდ ფროიდი.[4]
1921 წელს, კარლ აბრაამის მიწვევით, მუშაობა დაიწყო ბერლინის ფსიქოანალიზის ინსტიტუტში. აქ მან განაგრძო კვლევა და თერაპიული საქმიანობა ბავშვთა ფსიქოანალიზის სფეროში.[5][6][7]
1925 წელს, ლონდონში მოგზაურობისას, მელანი კლაინი შეხვდა ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტს, ერნესტ ჯონსს, რომელმაც მიიწვია იგი შემდგომი სამეცნიერო და თერაპიული საქმიანობისთვის ინგლისში
1926 წელს მელანი საბოლოოდ გადავიდა ლონდონში. იქ აქტიურად განავითარა საკუთარი იდეები ბავშვთა ფსიქოანალიზის და ახალგაზრდა პაციენტებთან თამაშის ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. მელანი კლაინის იდეები კრიტიკულად მიიღო ანა ფროიდმა. მელანი კლაინისა და ანა ფროიდის მომხრეებს შორის ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად მოხდა განხეთქილება ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში და ჩამოყალიბდა ფსიქოანალიტიკოსთა სამი ჯგუფი — კლაინი, ფროიდი და დამოუკიდებელი.[8]
1930-იან წლებში კლაინის იდეებმა მხარდაჭერა პოვა ზოგიერთ ფსიქოანალიტიკოს მეცნიერთა შორის. მათგან აღსანიშნავია, დონალდ ვინიკოტი და ჯ. ბოლბი.[9]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მელანი კლაინი ძირითადად მუშაობდა ანალიტიკოსად და ხელმძღვანელად, მან უარი განაცხადა აქტიურ როლზე ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ცხოვრებაში.
მელანი კლაინის მიმდევრებს შორის იყვნენ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსები: ჰერბერტ როზენფელდი, ვილფრედ ბიონი, ბეტი ჯოზეფი, ჰანა სეგალი, დონალდ მელცერი, როჯერ მანი-კურლი.
მელანი კლაინი გარდაიცვალა 1960 წლის 22 სექტემბერს, ოპერაციის შემდეგ, ფილტვის ემბოლიის შედეგად.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებამელანი კლაინის ნაშრომები გამოქვეყნებულია 4 ტომად:
- The Collected Writings of Melanie Klein
- Volume 1 – Love, Guilt and Reparation: And Other Works 1921–1945, London: Hogarth Press.
- Volume 2 – The Psychoanalysis of Children, London: Hogarth Press.
- Volume 3 – Envy and Gratitude, London: Hogarth Press.
- Volume 4 – Narrative of a Child Analysis, London: Hogarth Press.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- Phyllis Grosskurth, Melanie Klein: Her World and Her Work, Alfred A. Knopf, Inc., 1986, ISBN 1-56821-445-6
- Rustin, Margaret; Rustin, Michael (2016). Reading Klein - New Library of Psychoanalysis Teaching Series. Routledge, United Kingdom. ISBN 1134832672.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ R. D. Hinshelwood: Clinical Klein, Basic Books, 2003, ISBN 978-0465029754
- ↑ "Biography of Melanie Klein". www.apadivisions.org. Retrieved 1 December 2018.
- ↑ "melanie klein trust". www.melanie-klein-trust.org.uk. Retrieved 30 November 2018.
- ↑ Horacio Etchegoyen: The Fundamentals of Psychoanalytic Technique, Karnac Books ed., New Ed, 2005, ISBN 1-85575-455-X
- ↑ Dillon, M. C. (1978). "Merleau-Ponty and the Psychogenesis of the Self". Journal of Phenomenological Psychology. 9 (1–2): 84–98. doi:10.1163/156916278X00032.
- ↑ "Dorothy Dinnerstein; Feminist Writer Was 69"(Obituary). The New York Times. December 19, 1992. Retrieved April 2, 2011.
- ↑ O’Connor, Noreen and Ryan, Joanna ‘Klein: the Phantasy that Anatomy is Destiny’ in Shelley Saguaro (ed) Psychoanalysis and Woman: A Reader, London: Macmillan 2000
- ↑ Joan Berzoff; Laura Melano Flanagan; Patricia Hertz (2016). Inside out and outside in : psychodynamic clinical theory and psychopathology in contemporary multicultural contexts. ISBN 9781442236837. OCLC 1026414592.
- ↑ Dinnerstein, Dorothy (1987). The rocking of the cradle and the ruling of the world. London: Women's Press. ISBN 0-7043-4027-5.