მეირა კუმარი
მეირა კუმარი (ინგლ. Meira Kumar, ჰინ. मीरा कुमार; დ. 31 მარტი 1945; პანტა, ბრიტანეთის ინდოეთი) — ინდოეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ლოკ-საბჰას ხუთი მოწვევის დეპუტატი, ადვოკატი და ყოფილი დიპლომატი. პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი ქალი სპიკერი ლოკ-საბჰას ისტორიაში 2009-2014 წლებში. 2004-2009 წლებში ინდოეთის სოციალური სამართლიანობისა და უფლებამოსილების მინისტრი. 2009 წელს მცირე ხნით ეკავა წყლის რესირსების მინისტრის თანამდებობა. პარტია ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი. იგი მეორე ქალია, რომელიც ინდოეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს მთავარი პოლიტიკური ბლოკიდან.
მეირა კუმარი | |
---|---|
ინგლ. Meira Kumar | |
დაბადების თარიღი | 31 მარტი, 1945[1] (79 წლის) |
დაბადების ადგილი | Sasaram |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
განათლება | დელის უნივერსიტეტი, Indraprastha College for Women, Faculty of Law, Miranda House და Banasthali Vidyapith |
მამა | ჯაგჯივან რამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამეირა კუმარი დაიბადა 1945 წლის 31 მარტს პატნის ოლქის, არაჰის რაიონში, ბიჰარის შტატი. მისი მამა ჯაგჯივან რამი იყო ინდოელი პოლიტიკოსი, ხელშეუხებლების კასტის (დალიტების) ლიდერი, მომავალში კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ხოლო დედა ინდრანი დევი. ორივე იბრძოდა ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის. ბაკალავრისა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო დელის უნივერისტეტში[2].
კუმარი ახალგაზრდობის პერიოდში მუშაობდა სოციალურ მუშაკად, აქტიურად მონაწილეობდა მოძრაობებში, რომლებიც ხელს უწყობდნენ სოციალურ რეფორმებს, ადამიანის უფლებებს და დემოკრატიული იდეების განვითარებას. იგი ინდოეთის მთავრობამ დანიშნა გვალვის შემამსუბუქებელი კომისიის ხელმძღვანელად 1967 წლის ინდოეთის შიმშილობის პერიოდში. როგორც კომისიის ხელმძღვანელმა, კუმარმა წამოიწყო შვილად აყვანის სქემა, რომლის თანახმად გვალვის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევდნენ მოხალისე ოჯახები.[3].
დიპლომატიური კარიერა
რედაქტირება1973 წელს მეირა კუმარი იწყებს დიპლომატიურ კარიერას და მუშაობა დაიწყო ინდოეთის დიპლომატიურ სამსახურში. მადრიდში ყოფნის დროს მეირა კუმარი სწავლობდა და მიიღო ესპანური ენის დიპლომი[3]. 1976-1977 წლებში მუშაობდა ინდოეთის ესპანეთის საელჩოს თანამშრომლად. დიდ ბრიტანეთში 1977-1979 წლებში და მავრიკის კუნძულებზე. 1980 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1984 წელს მეირა კუმარი იწყებს პოლიტიკურ კარიერას. ამ პერიოდში აირჩიეს მერვე მოწვევის ლოკ-საბჰის წევრად უტარ-პრადეშის შტატის ბუჯნორის საარჩევნო ოლქიდან. აჯობა დალისტების ისეთ ცნობილ ლიდერებს როგორებიცაა რამ ვილას პასვანი და მაიავატი (შემდეგში უტარ-პრადეშის შტატის მთავარი მინისტრი). 1996-1997 წლებში XI მოწვევის ლოკ-საბჰას დეპუტატია, ხოლო 1998-1999 წლებში კი — XII მოწვევის ლოკ-საბჰას წევრია. ორივეჯერ აირჩიეს დელის კაროლ-ბაგჰის საარჩევნო ოლქიდან. 1999 წელს კანდიდატი იყო ინდოეთის სახალხო პარტიიდან და წააგო არჩევნები. 2004 წელს კი კვლავ აირჩიეს ლოკ-საბჰაში, ამჯერად XIV მოწვევის დროს და სასარამის საარჩევნო ოლქიდან, ბიჰარის შტატი, სწორედ ამ შტატიდან ადრე აირჩიეს მამამისიც. 2009 წელს ამავე საარჩევნო ოლქიდან კიდევ ერთხელ ხდება XV მოწვევის ლოკ-საბჰის წევრი.
2004-2009 წლებში ეკავა ინდოეთის სოციალური სამართლიანობისა და უფლებამოსილების მინისტრის თანამდებობა. 2009 წელს კი დანიშნეს წყლის რესურსების მინისტრად. ამ დანიშვნიდან სამ დღეში აირჩიეს ლოკ-საბჰას სპიკერად და მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად იგი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი სპიკერი ლოკ-საბჰას არსებობის ისტორიაში.
2017 წელს მთავარმა პოლიტიკურმა ბლოკმა წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად. მიიღო ხმების მხოლოდ 34,35 % და დამარცხდა ინდოეთის სახალხო პარტიის კანდიდატ რამ ნათხ კოვინდთან, რომელმაც დაიკავა კიდეც ქვეყნის მეთაურის თანამდებობა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამეირა კუმარი გათხოვილია მანჯულ კუმარზე, რომელიც ინდოეთის უზენაესი სასამართლოს ადვიოკატია. მეირა სამი შვილის დედაა. უყვარს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Shanthie Mariet D'Souza Encyclopædia Britannica
- ↑ Biography დაარქივებული 2009-04-12 საიტზე Wayback Machine. ლოკ-საბჰა
- ↑ 3.0 3.1 Detailed profile: Smt. Meira Kumar. Government of India. ციტირების თარიღი: 13 October 2019[მკვდარი ბმული]