მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი
მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი, შემოკლებით MDI — ორგანული ნაერთი და არომატული დიიზოციანატი. არის სამი იზომერის სახით, ესენია: 2,2'-MDI, 2,4'-MDI, და 4,4'-MDI. ამ იზომერებიდან ყველაზე ფართოდ გამოიყენება 4,4'-MDI იზომერი, რომელსაც მეორენაირად 4,4'დიფენილმეთან დიიზოციანატს უწოდებენ[1]. 4,4'დიფენილმეთან დიიზოციანატი არის ყველაზე წარმოებადი დიისოციანატი, რომელიც გლობალური ბაზრის 61,3%-ს შეადგენდა 2000 წელს.[2]
მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი | |
ზოგადი | |
---|---|
ტრადიციული სახელწოდება | მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი |
ქიმიური ფორმულა | C15H10N2O2 |
მოლური მასა | 250.25 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.230 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 40 °C |
დუღილის ტემპერატურა | 314 °C |
წარმოება
რედაქტირება- მეთილენ დიფენილის დიიზოციანატის პიეველადი პროდუქტებია ანილინი და ფორმალდეჰიდი, კატალიზატორად გამოიყენება ქლორწყალბადმჟავა. რეაქციის შედეგად მიიღება დიამინი:
- ეს დიამინი რეაქციაში შედის ფოსგენთან, რათა მიღებული იქნეს იზოციანატების ნარევი. იზომერული თანაფარდობა კი განისაზღვრება დიამინის იზომერული შემადგენლობით.
ნარევის დისტილაცია იძლევა ოლიგომერული პოლიიზოციანატების ნარევს, რომელიც ცნობილია როგორც პოლიმერული MDI, და MDI-ის იზომერების ნარევს, რომელსაც დაბალი 2,4' იზომერის შემცველობა აქვს. შემდგომში კი გაწმენდის შედეგად ხდება MDI იზომერის ნარევის ფრაქციული დისტილაცია[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pubchem. 4,4'-Diphenylmethane diisocyanate | C15H10N2O2 - PubChem en. ციტირების თარიღი: 2017-06-25
- ↑ (2003) The Polyurethanes Book. New York: Wiley. ISBN 978-0-470-85041-1.
- ↑ doi:10.1002/14356007.a14_611