მეზოტროფული მცენარეები
მეზოტროფული მცენარეები (მეზო... და ბერძ. trophe — კვება) — მცენარეები, რომელთა ზრდისათვის საჭიროა საკვები ნივთიერებებით ზომიერად მდიდარი ნიადაგი ან სხვა რაიმე სუბსტრატი, უკავიათ შუალედური მდგომარეობა ევტროფულსა (საკვების მიმართ მომთხოვნი) და ოლიგოტროფულ (საკვების მიმართ ნაკლებად მომთხოვნი) მცენარეებს შორის. მეზოტროფული მცენარეებია მაგ., ნაძვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 547.