მედეა უზნაძე (დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი — გ. 1989) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი. გეოლოგ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1936 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. საქართველოში პალეობოტანიკური კვლევის ფუძემდებელი. მისი შრომები უმთავრესად შეეხება საქართველოს ნეოგენურ ფლორას; გამოიკვლია აგრეთვე სამხრეთ ურალისა და დასავლეთ ყაზახეთის პალეოგენური ფლორა. ცნობილი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის ქალიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 115.
  • დიდი მოღვაწის ღირსეული შვილი : მიღწვიან, მომიგონებენ... გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, 2003, 22 ნოემბერი, N 315 (4694), გვ. 6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება