მეგრული თხაუხვრძიანი, მრავალნაყოფიერი ადრეული ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოში, აგრეთვე აფხაზეთის და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების ზოგიერთ რაიონში. განასხვავებენ მეგრული თხის 2 ტიპს: დაბლობისა და მთის ტიპებს. პირველი უფრო ნაზი კონსტიტუციისა და მერძეულია, მეორე — მეხორცული, ძლიერი კონსტიტუციის, უხეში ძვალეული აქვს. მეგრული თხა თეთრია, იშვიათად ჩალისფერი და ჭრელი, აქვს ხმლისებრ მოხრილი დიდი რქები. ლაქტაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 2500 დღეა, იწველის 300-400 კგ რძეს (მაქსიმალური 800-900 კგ), რომლის ცხიმიანობაა 4-4,5%. მეგრული თხის ვაცის ცოცხალი მასა 60 კგ აღწევს, ნეზვისა — 50 კგ-მდე. ნაყოფიერება 100 ნეზვზე 140-მდე თიკანია. თხის ტყავი უძვირფასესი ნედლეულია უმაღლესი ხარისხის ტყავეულის გამოსაქნელად.

ლიტერატურა

რედაქტირება