მდინარი ბებიაშვილი
მდინარი ბებიაშვილი (დ. 1991 — გ. 3 ივნისი, 2017) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამდინარი ბებიაშვილი დაიბადა სოფელ მარტოთუბანში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე. ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან. იყო ათეულის მეთაური. შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. გაიარა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში „Rapid Trident 2013“. ISAF-ის მისიაში კი ორჯერ, 2012 და 2014 წლებში. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. 2017 წლის 3 აგვისტოს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს თვითმკლელი ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. იყო უმცროსი სერჟანტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 2017 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ).
ლიტერატურა
რედაქტირებაგმირი, 2008-2018, ოთხოზორია-ტატუნაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები, თბ., 2018, გვ. 331.