ილია მგელაძე

(გადამისამართდა გვერდიდან მგელაძე, ილია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგელაძე.

ილია ბეჟანის ძე მგელაძე, ქოროღლი (დ. 1875, შემოქმედი — გ. 6 სექტემბერი, 1921) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1905 წლიდან იყო რსდმპ წევრი. რევოლუციური მოღვაწეობისთვის გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან. 1905 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში. 1906-1907 წლებში მუშაობდა კახეთის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში ქოროღლის მეტსახელით. 1907 წელს მუშაობდა ბაქოს კომიტეტში. 1909 წელს დააპატიმრეს და 1910 წელს გადაასახლეს ყუბანში. 1911 წელს მისი ბინა ტუაფსეში იყო რვოლუციონერების თავშესაფარი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ვლადიკავკაზში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის გამო დააპატიმრა და გადაასახლა ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო თბილისის მაზრის რევკომის თავმჯდომარე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება