მბუჟი-მაიი (ფრანგ. Mbuji-Mayi, 1966 წლამდე — ბაკვანგა) — ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აღმოსავლეთ კასაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქი (კინშასის და ლუბუმბაშის შემდეგ), ალმასების მოპოვების მთავარი ცენტრი.

ქალაქი
მბუჟი-მაიი
ფრანგ. Mbuji-Mayi
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია აღმოსავლეთ კასაის პროვინცია
კოორდინატები 6°10′22″ ს. გ. 23°36′11″ ა. გ. / 6.1730083° ს. გ. 23.6031444° ა. გ. / -6.1730083; 23.6031444
დაარსდა 1914
ადრეული სახელები ბაკვანგა
ფართობი 135 კმ²
ცენტრის სიმაღლე 549
მოსახლეობა 1 559 073 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 14 062,23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
მბუჟი-მაიი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მბუჟი-მაიი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე სანკურუზე, ზღვის დონიდან 549 მეტრ სიმაღლეზე[1]. არსებობს აეროპორტი, რომელიც იღებს რეგულარულ რეისებს კინშასიდან და ლუბუმბაშიდან.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 559 073 ადამიანს[2].

  • 1960 წლის 8 აგვისტო — ქალაქი ბაკვანგა (მბუჟი-მაიი) გამოცხადდა სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის — სამხრეთი კასაის დედაქალაქად.
  • 1997 წლის 5 აპრილი — ქალაქი დაიპყრეს ლორან-დეზირე კაბილას აჯანყებულებმა.

2000 წლის 20 ნოემბერს აჯანყებულებმა ქალაქის შემოგარენში გაანადგურეს მაიორ სტეფან მადეზოკორეს ზიმბაბვის ბატალიონი[3], თუმცა იმავე რაიონში ბრძოლის შესახებ ინფორმაცია (კაბინდის პროვინცია) მოდიოდა 1999 წლის 11 ივლისსაც[4].