აღმოსავლეთ კასაის პროვინცია

აღმოსავლეთ კასაის პროვინცია (ფრანგ. Kasaï-Oriental) — პროვინცია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთში.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მბუჟი-მაიი. 2005 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად ოდესღას ფართე ტერიტორიის მქონე პროვინცია სამ ნაწილად დაიყო, სახელწოდება აღმოსავლეთ კასაი შეინარჩუნა მხოლოდ მისმა ცენტრალურმა ნაწილმა.

პროვინცია
აღმოსავლეთ კასაის პროვინცია
ფრანგ. Kasaï-Oriental
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი მბუჟი-მაიი
კოორდინატები 6°14′00″ ს. გ. 23°35′00″ ა. გ. / 6.23333° ს. გ. 23.58333° ა. გ. / -6.23333; 23.58333
ფართობი 9481 კმ²
მოსახლეობა 2 702 430 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 285,04 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+02:00

ბანტუს ხალხის მიგრაციის შემდეგ პროვინციის ტერიტორიაზე დასახლდა ლუბას ხალხი, რომელმაც XVI საუკუნეში შექმნა საკუთარი სახელმწიფო — ლუბას იმპერია. კასაის რეგიონი შევიდა ბელგიის სამეფოს სამფლობელოს — კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს შემადგენლობაში XIX საუკუნის ბოლოს. ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რეგიონში არსებული მდიდარი რესურსების გამო გაძლიერდა სეპარატისტული განწყობა ალბერ კალონჟის მეთაურობით.

მოსახლეობა

რედაქტირება

პროვინციის მოსახლეობა — 2 702 430 ადამიანი (2005 წელი)[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინცია დაყოფილია 5 ტერიტორიად:

ეკონომიკა

რედაქტირება

პროვინციის შემოსავლების ძირითადი წყაროა — ალმასების მოპოვება.

  1. Constitution de la République démocratique du Congo: Article 2. Wikisource.
  2. Provinces of the Democratic Republic of Congo (Congo Kinshasa). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-05-27.