მბანდაკა
მბანდაკა (1886—1966 წლებში — კოკიიავილი, ფრანგ. Mbandaka) — ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეკვატორიალური პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
მბანდაკა ფრანგ. Mbandaka | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | ეკვატორიალური პროვინცია |
კოორდინატები | 0°04′00″ ჩ. გ. 18°16′00″ ა. გ. / 0.06667° ჩ. გ. 18.26667° ა. გ. |
დაარსდა | 1883 |
ადრეული სახელები | კოკიიავილი |
ფართობი | 460 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 306 მ |
მოსახლეობა | 345 663 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 751,44 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე კონგოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ჩუაპასთან შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 306 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქალაქში არსებობს აეროპორტი, ამას გარდა ის წყლის გზებით დაკავშირებულია კინშასასთან და ბოენდესთან.
ისტორია
რედაქტირება1883 წელს ჰენრი მორტონ სტენლიმ დააარსა ქალაქი და მას დაარქვა ეკუატერვილი, რადგანაც ის მდებარეობს სულ რაღაც 4 კმ-ით ჩრდილოეთით ეკვატორიდან. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ახალი ქალაქი გახდებოდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს დედაქალაქი, მაგრამ ეს გეგმა ვერ შესრულდა. გეგმა მოიცავდა ინფრასტრუქტურას დაახლოებით 100 000 ადამიანზე, რკინიგზის სადგურს, კათოლიკურ ეკლესიას, გუბერნატორის რეზიდენციას და მომავალში ამ ადგილების მოსანახულებლად ჩამოსული ბელგიის მეფის სასახლეს[2].
1886 წელს ბელგიის კოლონიალურმა ხელისუფლებამ ქალაქს სახელი შეუცვალა და დაარქვა კოკიიავილი და მხოლოდ 1966 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მას დაარქვა მბანდაკა. 1930-იან წლებში ბელგიის ხელისუფლება აქტიურად ავითარებდა ქალაქს: მდინარეზე დაიწყო ხიდის მშენებლობა, ასევე აშენდა რამდენიმე ფაბრიკა, ქალაქის რატუშა. რატუშის მშენებლობა დამთავრდა მხოლოდ 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. რატუშის სიმაღლემ შეადგინა 39 მეტრი, რითაც ის გახდა ბელგიის კონგოს ყველაზე უფრო მაღალი შენობა. რატუშის ზემოთ იდგა მეფე ლეოპოლდ II-ის სტატუა. ქალაქის რატუშა დაინგრა 1963 წლის ხანძრის დროს[3].
2009 წლის ბოლოს მბანდაკაში დაიწყო ომი მტრულად განწყობილ კლანებს შორის. აჯანყებულებს შორის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა 200 ადამიანი. წლის ბოლოს მდგომარეობა ცოტათი დაცხრა, მაგრამ 2010 წლის დასაწყისში მბანდაკაში ადგილობრივ მმართველ კლანებს შორის ხელმეორედ განახლდა ომი.
2010 წლის 4 აპრილს კონგოელმა აჯანყებულებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე. მიუხედავად მათ მიმართ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და გაეროს სამშვიდობო ძალების ჯარების მიერ წინააღმდეგობის გაწევისა, აჯანყებულები შეიჭრნენ ქალაქის სიღრმეში და დაიკავეს ადგილობრივი აეროპორტი.
მოსახლეობა
რედაქტირება2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 345 663 ადამიანს[4]. მბანდაკის მოსახლეობაში შეინიშნება ბევრი რელიგიის მიმდევარი. ქალაქის ქუჩებში შეიძლება გავიგონოთ ლინგალას, მონგოს და ფრანგული ენები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Botanical Gardens of Zaire and the Present State of Biodiversity in Zaire დაარქივებული 2008-10-07 საიტზე Wayback Machine.
- Villes de RD Congo - Mbandaka French. MONUC (2006-05-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-04. ციტირების თარიღი: 2008-09-16.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mbandaka, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-25.
- ↑ Le Congo: de la colonisation belge à l’indépendance, Auguste Maurel, page 94-95
- ↑ Le Congo: de la colonisation belge à l’indépendance, Auguste Maurel, page 153—155
- ↑ World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 17, 2013. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 10, 2016.