მახობელი
მახობელი (ლათ. Cephalaria syriaca) — ერთწლოვანი მცენარე გოქშოსებრთა ოჯახისა. მისი დატოტვილი ღეროს სიგრძე 30-100 სმ-ს აღწევს. თავაკებად შეკრებილი ცისფერი ყვავილები და თესლურა ნაყოფი აქვს.
მახობელი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cephalaria syriaca | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ირანსა და კავკასიაში. გვხვდება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ყანების სატეველაა. კალოზე გალეწილ ხორბალს მისდევდა მისი თესლიც, 1-2% პურს ლურჯ ფერს აძლევდა. პური სურნელოვანი და რბილი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 521.