მაჭავარიანები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მაჭავარიანი — თავად-აზნაურთა ერთ-ერთი საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში.
ადრეულ წყაროებიდან მოხსენიებულია, როგორც აზნაურნი, რომლებიც სხვა სვანური წარმომავლობის გვარებთან (ყიფიანი, იოსელიანი, დევდარიანი და სხვა) ერთად დაწინაურდნენ იმერეთის მეფის კარზე და ითვლებოდნენ იმერეთის მეფის ვასალებად (ტახტის აზნაურნი). წარჩინებულნი იყვნენ, ასევე, შიდა ქართლში (ქსნის საერისთავო) და კახეთში.
მოგვიანებით ერთ-ერთმა შტომ მიიღო საკუთრებაში რამდენიმე სოფელი ზემო იმერეთში, მდინარე ჩხერიმელას ქვემო დინების სამხრეთით (წევა, ილემი, კიცხი, ლაშე და სხვა პატარა სოფლები. ჰყავდათ საკუთარი ვასალი აზნაურები, ყმა-გლეხები და ჰქონდათ საგვარეულო ეკლესია.
ამის შემდგომ აღარ გაძლიერებულან სხვა ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოსთან — აბაშიძეებთან დაპირისპირების გამო.