მაღაროსკარის კოშკი

მაღაროსკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარის ჩრდილო

მაღაროსკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას, ნასოფლარ კართანასთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, აგებულია კლდოვან კონცხზე. ნაგება ნატეხი ქვითა და შირიმით, მტკიცე დუღაბზე. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. პირველი სართული 1-1,5 მეტრზე ნანგრევებითაა ამოვსებული. სართულის აღმოსავლეთ კედელში კარის ღიობის კვალი ჩანს სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. მეორე სართულის დასავლეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი სწორკუთხა სარკმელი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება