მაქს ნიმაიერის გამომცემლობა
მაქს ნიმაიერის გამომცემლობა, ან უბრალოდ მაქს ნიმაიერი (გერმ. Max Niemeyer Verlag) — გერმანული კვლევითი ლიტერატურის გამომცემლობა საენათმეცნიერო და ლიტერატურათმცოდნეობითი მიმართულებით, რომლის მთავარი ოფისი ბოლო დრომდე ქალაქ ტიუბინგენში მდებარეობდა.
მაქს ნიმაიერის გამომცემლობა | |
---|---|
დაარსდა | 1870 |
დამაარსებელი | მაქსიმილიან ნიმაიერი |
ქვეყანა | გერმანია |
მაქს ნიმაიერის საგამომცემლო პროგრამის ყურადღების ცენტრშია ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა გერმანისტიკა, რომანისტიკა, გარდა ამისა ისტორიულ-კრიტიკული გამოცემების, ისევე როგორც სამედიო და საკომუნიკაციო კვლევები, რიტორიკა, იუდაისტიკა, კულტურის და სოციალური ისტორია.
2006 წლიდან მაქს ნიმაიერის სამეცნიერო გამომცემლობა დე გრუიტერს (De Gruyter) ეკუთვნის. ნიმაიერის პროგრამა სრულად ინტეგრირდა მყიდველი გამომცემლობის პროგრამის სტრუქტურაში.
ისტორია
რედაქტირებამაქს ნიმაიერის გამომცემლობა ჰერმან აგათონ ნიმაიერის ვაჟმა, წიგნებით მოვაჭრემ მაქსიმილიან დავიდ ნიმაიერმა დააფუძნა 1870 წელს ჰალეში (ზაალე). 1930-იან წლებამდე გამომცემლობა იზრდებოდა და ფართოვდებოდა მათ შორის იურისპრუდენციის, მათემატიკისა და მედიცინის დარგისთვის შექმნილი წიგნებით.
გამომცემლობის ამ პერიოდის საამაყო ავტორებია ედმუნდ ჰუსერლი და მარტინ ჰაიდეგერი.
1960-იან წლებში გამომცემლობა გადავიდა ტიუბინგენში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Max Niemeyer Verlag დაარქივებული 2015-01-26 საიტზე Wayback Machine.
- არბიტრიუმი დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine.