მაქსიმე V (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
მაქსიმე V (ბერძ. Πατριάρχης Μάξιμος Ε΄, ერისკაცობაში მაქსიმოს ვაპორძისი, ბერძ. Μάξιμος Βαπορτζῆς; დ. 26 ოქტომბერი, 1897, სინოპი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1 იანვარი, 1972, შვეიცარია) — კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი. 1946-1948 წლებში კონსტანტინოპოლის პატრიარქი; 1948-1972 წლებში — ეფესოს ტიტულარული მიტროპოლიტი.
მაქსიმე V Πατριάρχης Μάξιμος Ε΄ | |||
| |||
---|---|---|---|
20 თებერვალი, 1946 — 19 ოქტომბერი, 1948 | |||
ეკლესია: | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია | ||
წინამორბედი: | ბენიამინი | ||
მემკვიდრე: | ათენაგორა | ||
დაბადების სახელი: | მაქსიმოს ვაპორძისი | ||
ორიგინალი დაბადების სახელი: |
Μάξιμος Βαπορτζῆς | ||
დაბადება: | 26 ოქტომბერი, 1897 სინოპი, ოსმალეთის იმპერია | ||
გარდაცვალება: | 1 იანვარი, 1972 შვეიცარია | ||
დაკრძალულია: | სტამბოლი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1 იანვარი, 1928 | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 9 მარტი, 1930 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1897 წელს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპში. აქვე მიიღო დაწყებითი განათლება. 1918 წელს იკურთხა დიაკვნად, ხოლო 1928 წელს მღვდლად. 1930 წლიდან ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და დაინიშნა ფილადელფიის მიტროპოლიტად.
1935 წელს პატრიარქ ფოტის გარდაცვალების შემდეგ ითვლებოდა მთავარ კანდიდატურად პატრიარქის ტახტზე, მაგრამ სტამბოლის პრეფექტმა უარყო მისი კანდიდატურა. ბენიამინის პატრიარქობის პერიოდში ითვლებოდა მის უმთავრეს მრჩეველად. 1945 წელს მაქსიმე იყო ბერძნულ-ბულგარული სქიზმის პერიოდში კონსტანტინოპოლის მხრიდან მთავარი ფიგურა.
1946 წელს აირჩიეს პატრიარქად. 1948 წლის 18 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადეს პატრიარქის გადადგომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. არაოფიციალურად დასავლეთის სახელმწიფოებს არ მოსწონდათ მისი მჭიდრო დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად რუსეთის საპატრიარქოსთან. მისი მემკვიდრე გახდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი ათენაგორა, ხოლო ყოფილ პატრიარქს მიანიჭეს ეფესოს ტიტულოვანი პატრიარქის წოდება.
1971 წლის ბოლოს დაავადდა მწვავე პნევმონიით. გარდაიცვალა შვეიცარიაში 1972 წლის 1 იანვარს. დაკრძალეს სტამბოლში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაქსიმ V
- Μάξιμος Ε´ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.