მაქართის კოშკი

მაქართის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქართას განაპირას, ჩრდილ

მაქართის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქართას განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე. განეკუთვნება VIII-X საუკუნეებს. დასავლეთიდან გალავანი ეკვრის. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ზურგიანია ოთხსართულიანი, სიმაღლე 12,3 მეტრს აღწევს. ზურგით აღმოსავლეთისკენ, მთის ფერდობისკენაა მიმართული. ნაგებია ლოდების მშრალი წყობით. პირველი სართულის დასავლეთ კედელში, მიწიდან ერთ მეტრ სიმაღლეზე, სწორკუთხა შესასვლელია. პირველ და მეორე სართულების კედლები ყრუა. ორივე სართულზე ზურგის კედლის სისქე სამი მეტრია, გვედრის კედლებისა — ორი მეტრი. მესამე და მეოთხე სართულები ფართობით ქვედა ორს რამდენადმე აღემატება. ორივე სართულის სწორ კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. მესამე სართულის გვერდის კედელში ერთი ნიშია. სართულები ქვის თითო ფილითაა გადახურული და ამ ფილებში გაჭრილი თითო ხვრელით უკავშირდება ერთმანეთს. მეოთხე სართულის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი ჩამოშლილია. კოშკი ჩვეულებისამებრ ზემოთკენ არ ვიწროვდება.

გალავანს არაწესიერი მოხაზულობა აქვს. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილია წირთხლის ნაწილი. ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კოშკურა ნაგებობის ერთი კედლის ნაწილია შემორჩენილი, რომელზეც მესამე სართულის დონეზე პატარა სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება