მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
ეკლესია გუმბათოვანია (11X8,8 მ) ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელი და მისი პირამიდული გადახურვა აგურისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი.
აღმოსავლეთით აფსიდის ღერძზე ერთი სწორკუთხა სარკმელია. საკურთხეველი ერთი საფეხურით მაღლაა აწეული და დანარჩენი სივრცისაგან კანკელითაა გამოყოფილი. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია თლილი ქვით ნაწყობი წრეთარგიანი ლავგარდნით.
ეკლესიის ფასადები რიყის ქვითა და ნატეხი ქვითაა ნაწყობი. კედლის ქვედა ნაწილებში და კუთხეებში გაცილებით დიდი ზომის ქვებია გამოყენებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 120-121.