მატამატა (ლათ. Chelus fimbriatus) — გველკისერა კუსებრთა ოჯახის ფოჩიანი კუს გვარის ერთადერთი სახეობა. ბინადრობს ვენესუელის, გაიანის, ბრაზილიის, გვიანისა და სურინამის მტკნარ წყალსატევებში. აქვს ოვალური ზურგის ფარი (სიგრძეში 40 სმ-მდე სიგრძის, გვერდებიდან დაკბილული, ამოშვერილი 3 დაკბილული ქედით), გრძელი და ვიწრო მუცლის ფარი, სამკუთხა და ბრტყელი თავი, ხორთუმისებრი დინგი; კისერსა და თავზე ჩამოკიდებულია კანის ფოჩები. პირი ძლიერ ფართოა, ყბები სუსტი. ფერად მომწვანო რუხია. იკვებება თევზებითა და ბაყაყებით, მათი ლარვებით, წყლის უხერხემლოებით. ჩაფლულია შლამში, მცენარეებს შორის; ამ დროს ფოჩები წყლის დინებასთან ერთად ირხევა, ფარავს სხეულის მოხაზულობას და იზიდავს მსხვერპლს, რომელსაც პირის ფართოდ გაღებით მთლიანად ყლაპავს.

მატამატა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  კუები
ქვერიგი:  გვერდკისერა კუები
ოჯახი:  გველკისერა კუსებრნი
გვარი:  ფოჩიანი კუ
სახეობა:  მატამატა
ლათინური სახელი
Chelus fimbriatus (Schneider, 1783)

2020 წელს, ორინიკოსა და რიო-ნეგროს აუზებში და ესეკიბოს წყალშემკრებში გავრცელებული ინდივიდები ცალკე სახეობად, Chelus orinocensis-ად გამოყვეს, გენეტიკური, მორფოლოგიური და გარეგნული განსხვავებების გამო.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Крутикова, А. (28 აპრილი, 2020) Обнаружен новый вид самой причудливой черепахи на свете (რუსული). National Geographic Россия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-03. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.