მატაკანა (ინგლ. Matakana Island) — კუნძული ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილოეთით, პლენტის ყურეში. ადმინისტრაციულად შედის ბეი-ოვ-პლენტის რეგიონის შემადგენლობაში. საუკუნეთა მანძილზე ის დასახლებული იყო მაორის ტომებით. მატაკანაზე 2006 წლის აღწერის მონაცემებით სახლობს 225 ადამიანი.

კუნძული მატაკანა
მშობ. სახელი: ინგლ. Matakana Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 37°35′ ს. გ. 176°05′ ა. გ. / 37.583° ს. გ. 176.083° ა. გ. / -37.583; 176.083
ფართობი 60,7 კმ²
სიგრძე 20 კმ
სიგანე 3 კმ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 225 (2006)
სიმჭიდროვე 3,71 ად. /კმ²

კუნძული იცავს ქალაქ ტაურანგის ნავსადგურის შესასვლელს. დაფარულია ფიჭვის ტყეებით. მისი გრძელი, თეთრი პლაჟები საკმაოდ პოპულარულია დამსვენებლებში.

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული მატაკანა — ახალ ზელანდიაში უდიდესი ბარიერული კუნძული[1]. ის ყოფს პლენტის ყურეს ტაურანგას უბისაგან. ფორმით მატაკანა წარმოადგენს გრძელ, ბრტყელ კუნძულს, რომლის სიგრძე დაახლოებით 20 კმ-ია, მაგრამ სიგანე 3 კმ-ს არ აღემატება. ხმელეთის საერთო ფართობია 60,7 კმ².

პირობითად კუნძული შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. მატაკანას წყნარი ოკეანისკენ მიმართული ნაწილი წარმოადგენს ჰოლოცენის პერიოდის ქვიშოვან ბარიერს, რომელიც გადაჭიმულია ოკეანის სანაპიროს პარალელურად 24 კმ-ის სიგრძეზე. ამ რაიონში მდებარეობენ რელიქტური წინამდებარე დიუნები, ხოლო ზედაპირი დაფარულია ხშირი სანაპირო ტყეებით[1]. ტაურანგას უბისკენ მიმართული კუნძულის ნაწილი წარმოადგენს პლეისტოცენურ ტერასებს, რომლებიც დაფარულია ტეფრით (ბერძ. τεφρα — ფერფლი) და სხვა დანალექებით. ამ რაიონში კონცენტრირებულია მატაკანას მოსახლეობის დიდი ნაწილი[1].

მატაკანას კუნძული ადამიანებით დასახლებამდე დაფარული იყო ხშირი ტყეებით, რომელშიც ჭარბობდნენ ისეთი მცენარეები, როგორებიცაა აგათისი, ტანეკაჰა, კაჰიკატეა (ლათ. Dacrycarpus dacrydioides), რიმუ (ლათ. Dacrydium cupressinum), ტოტარა (ლათ. Podocarpus totara), პოჰუტუკავა (ლათ. Metrosideros excelsa), და სხვები. ტყეების გაჩეხვის პროცესი დაიწყო კუნძულზე მაორის ხალხის პირველი წარმომადგენლების გამოჩენისთანავე დაახლოებით 800 წლის წინ. XIX საუკუნეში ადგილობრივ ფლორას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეცხვარეობის ფერმების შექმნამ[2]. ეკოლოგიის მიხედვით, მატაკანაზე განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს მტკნარი წყლის წყალ-ჭაობიანი სავარგულები და ქვიშოვანი დიუნები. მთლიანად კუნძულზე ხარობს მცენარეთა დაახლოებით 100 სახეობა[2].

მოსახლეობა

რედაქტირება

2006 წლის აღწერის მიხედვით მატაკანას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 225 ადამიანს[3]. 2001 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით კლებამ შეადგინა 63 ადამიანი, ანუ 21,9 %[4]. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ახალი ზელანდიის მკვიდრ ხალხს — მაორებს[5]. ძირითადი სასაუბრო ენებია ინგლისური და მაორი ენა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Shepherd et al., Geomorphological evidence for a Pleistocene barrier at Matakana Island, Bay of Plenty, New Zealand // New Zealand Journal of Geology & Geophysics, 2000, ტ. 43.
  2. 2.0 2.1 Introduction to Matakana Island. Matakana Island Marine Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  3. 2006 Census: Final Counts Tables. Western Bay of Plenty District. Statistics NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  4. QuickStats About Matakana Island. Number of people counted. Statistics NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  5. QuickStats About Matakana Island. Ethnic groups, birthplace and languages spoken. Statistics NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.