ბეი-ოვ-პლენტის რეგიონი

ბეი-ოვ-პლენტი (ინგლ. Bay of Plenty; მაორ. Te Moana-a-Toi) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულზე. მდებარეობს თავისივე სახელობის ყურის გარშემო. ამ ყურეს სახელი ჯეიმზ კუკმა უწოდა, მას შემდეგ, რაც მიმდებარე მაორის სოფლებში საკვები პროდუქტების სიუხვე შენიშნა. საპირისპიროდ სხვა მოვლენისა, რა დროსაც მან ყურეს პოვერტი-ბეი უწოდა.

რეგიონი
ბეი-ოვ-პლენტის რეგიონი
ინგლ. Bay of Plenty
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი ფაკატანე
კოორდინატები 38°00′00″ ს. გ. 177°00′00″ ა. გ. / 38.00000° ს. გ. 177.00000° ა. გ. / -38.00000; 177.00000
ფართობი 12 231 კმ²
მოსახლეობა 267 741 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+12:00
ოფიციალური საიტი envbop.govt.nz
ქალაქ ტაურანგის ნავსადგური უდიდესია ქვეყანაში გადაზიდვების მოუცლობის თვალსაზრისით

2006 წლის აღწერის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 257 379 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივა ის ქვეყანაში სიდიდით მეხუთეა, ფართობის მხრივ კი მე–11. რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ამ მხრივ ბეი-ოვ-პლენტი ქვეყანაში მესამეა. უდიდესი ქალაქებია ტაურანგა, როტორუა და ფაკატანე. ამავე დროს, რეგიონი ერთ–ერთი ყველაზე სწრაფადმზარდია ახალ ზელანდიაში: 2001–2006 წლებში მოსახლეობა 7,5 %–ით გაიზარდა. მათ შორის, უფრო დიდი ზრდა შეინიშნებოდა დასავლეთ ნაწილსა და სანაპირო ზოლზე. ყველაზე უკანასკნელი, 2013 წლის აღწერის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობამ 267 741 ადამიანი შეადგინა.

რეგიონში განვითარებულია მებაღეობა, მეტყევეობა და ტურიზმი. რეგიონის ეკომონიკა მესამე ყველაზე განვითარებულია ქვეყანაში. ეკონომიკურად ნაკლებგანვითარებულია რეგიონის აღმოსავლეთი რაიონები.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Environment Bay of Plenty. (September 2004)Bay of Plenty Regional Land Transport Strategy გვ. 15–32. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-11. ციტირების თარიღი: 2008-02-28.