მასუდ II
მასუდ II (სპარს. غياث الدين مسعود بن كيكاوس; არაბ. غياث الدين مسعود بن كيكاوس; თურქ. III. Gıyaseddin Mesud) — ქეი-ქავუს II-ის უფროსი შვილი, რუმის სულთანი 1284–1296 და 1303-1307 წლებში.
მასუდ II | |
---|---|
غياث الدين مسعود بن كيكاوس | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1284 |
მმართ. დასასრული: | 1296 |
წინამორბედი: | ქეი-ხოსროვ III |
მემკვიდრე: | ქეი-ყუბად III |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1303 |
მმართ. დასასრული: | 1307 |
წინამორბედი: | ქეი-ყუბად III |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1308 |
გარდ. ადგილი: | სამსუნი |
სრული სახელი: | Ghiyāth ad-Dīn Mas'ūd bin Kaykāwūs |
მამა: | ქეი-ქავუს II |
რელიგია: | სუნიზმი |
მმართველობა
რედაქტირებამასუდ II-მ ახალგაზრდობის გარკვეული პერიოდი ყირიმში, დევნილობაში გაატარა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 1280 წელს, იგი პირველად გამოჩნდა ანატოლიაში, როგორც ტახტის პრეტენდენტი. 1284 წელს, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ახალმა ილხანმა — აჰმედ თოგუდანმა ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა სულთანი ქეი-ხოსროვ II, რის შემდეგაც მომდევნო სულთნად მასუდ II გამოაცხადა[1]. აჰმედის მემკვიდრემ, არღუნ-ხანმა სელჩუკთა მიწები დაყო და კონია და სასულთნოს დასავლეთი ნაწილის ნახევარი ქეი-ხოსროვ II-ის შვილებს გადასცა. მასუდ II-მ მოკლა გარდაცვლილი სულთნის შვილები და 1286 წელს სასულთნოში დამკვიდრდა[2].
1298 წელს, მასუდ II ტახტიდან ჩამოაგდეს და რუმის სულთნის თანამდებობაზე ქეი-ყუბად III დანიშნეს. ახალი სულთანი 1302 წელს, ილხანთა საყაენოში სტუმრობისას, ყაზან-ყაენმა სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ, 1303 წელს, მათ კვლავ მასუდ II დააბრუნეს ტახტზე[3].
1306 წლიდან, მასუდ II და თვით რუმის სასულთნო ისტორიულ წყაროებში აღარ მოიხსენიება[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- Райс Т., Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Prof. Dr. Mehmet Eti. Seljuk numismatics. დაარქივებულია Examples of coinage in Masud's name: ორიგინალიდან — 2008-02-01.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: ქეი-ხოსროვ III |
რუმის სულთანი 1284–1296 |
შემდეგი: ქეი-ყუბად III |
წინამორბედი: ქეი-ყუბად III |
რუმის სულთანი 1303-1307 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |