ქეი-ყუბად III (თურქ. III. Alâeddin Keykubad; (არაბ. علا الدين كيقباد بن فراموزس) — რუმის სულთანი 1298–1302 წლებში. მართავდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილს. იგი იყო ქეი-ქავუს II-ის ძმისშვილი და თურქმანების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. როგორც სულთანი იგი იყო მონღოლების ვასალი და რეალური ძალაუფლება არ ჰქონია.

ქეი-ყუბად III
علا الدين كيقباد بن فراموزس
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1298
მმართ. დასასრული: 1302
წინამორბედი: მასუდ II
მემკვიდრე: მასუდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1283
გარდ. თარიღი: 1302
სრული სახელი: ʿAlāʾ ad-Dīn Kayqubād bin Farāmurz
რელიგია: სუნიზმი

პირველად სელჩუკთა ტახტზე პრეტენზია გამოაცხადა 1283 წელს, თურქმანმა ყარამანიდებმა იგი სცნეს სულთნად, თუმცა ქეი-ყუბადი დაამარცხა ვეზირმა ფახრ ალ-დინ-ალიმ და თავი შეაფარა კილიკიის სომეხთა სამეფოს[1]. 1298 წლამდე მის შესახებ არაფერია ცნობილი. ამ წელს იგი მასუდ II-ის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ გახდა რუმის სულთანი. იგი არაპოპულარული მმართველი იყო და 1302 წელს ილხანთა საყაენოში სტუმრობისას, მონღოლებმა ქეი-ყუბად III სიკვდილით დასაჯეს და კვლავ მასუდ II დააბრუნეს ტახტზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams, (New York: Taplinger, 1968) p. 294
წინამორბედი:
მასუდ II
რუმის სულთანი
1298–1302
შემდეგი:
მასუდ II