მასიმილიანო ფუკსასი
მასიმილიანო ფუკსასი (Massimiliano Fuksas; დ. 1944, რომი, იტალია), იტალიელი არქიტექტორი.
მასიმილიანო ფუკსასი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 9 იანვარი, 1944[1] [2] [3] (80 წლის) |
დაბ. ადგილი | რომი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[4] , უნივერსიტეტის პროფესორი და დიზაინერი |
მოქალაქეობა | იტალია |
მიმართულება | პოსტმოდერნისტული არქიტექტურა |
ალმა-მატერი | საპიენცის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, Grand prix national de l'architecture და Gold Medal for Italian Architecture |
მეუღლე | Doriana Mandrelli[4] |
საიტი | fuksas.com |
არქიტექტურა შეისწავლა ლა საპიენცას უნივერსიტეტში 1969 წელს რომში, სადაც მისი პირველი სტუდია გახსნა. შემდეგ, ჯერ პარიზში (1989) და ვენაში (1993) ხსნის ფილიალებს. 1994-97 წლებში ის ბერლინისა და ზალცბურგის ურბანული კომისიების წევრი იყო. მრავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალაქგეგმარების პრობლემების შესწავლას, კერძოდ გარეუბნების განვითარებას.
ამჟამად ფუკსასი მოწვეული პროფესორია რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის პარიზის არქიტექტურის სპეციალურ სკოლაში და კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი. ფუკსას პროექტით შენდება თბილისში დელისის კომერციული ცენტრი და ცათამბჯენი "ურბანული ბაღები".
მთავარი ნამუშევრები
რედაქტირება- სკოლა ანანგიში;
- უნივერსიტეტის შენობა ბრესტში და ლიმოჟში, საფრანგეთი;
- "ფლორა ტრისტანი" საუნივერსიტეტო კომპლექსი ერუვილ-სენ-კლერში, საფრანგეთი;
- "ხელოვნების სახლი" ბორდოში, საფრანგეთი
- "ევროპარკის" კომერციული კომპლექსი ზალცბურგში, ავსტრია;
- ვენის ტყუპი კოშკები, ვენა, ავსტრია;
- პალალოტომატიკა, რომი, (1999 - 2003);
- ფერარის კვლევითი ცენტრი, მარანელო, იტალია;
- ფიერამილანოს საგამოფენო კომპლექსი, რო, მილანთან, (2005) [1] დაარქივებული 2007-09-12 საიტზე Wayback Machine. ;
- Centro Congressi Italia, EUR, რომი.
- ურბანული მასტერპლანი "FrankfurtHochVier", ფრანკფურტი, გერმანია (2008)
- "Le Bolle" პავილიონი ნარდინისთვის, ბასანო დელ გრაპა, იტალია (2004)
- ტურინის ახალი საგამოფენო დარბაზი, პორტა პალაცოს რაიონი, ტურინი, იტალია
- "ზენიტის სამუსიკო დარბაზი" , (2003-2007) , სტრასბურგი , საფრანგეთი
რესურსები
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური კომერციული საიტი დაარქივებული 2020-10-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Structurae — Ratingen: 1998.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Union List of Artist Names — 2011.