მასაში იშიბაში
მასაში იშიბაში (იაპონ.石橋 政嗣 დ. 6 ოქტომბერი, 1924 — გ. 9 დეკემბერი, 2019) — იაპონელი პოლიტიკოსი, იაპონიის სოციალისტური პარტიის (ისპ) ლიდერი. 1970-1977 წლებში ეკავა იაპონიის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა, 1982 წლიდან იყო პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1983 —1986 წლებში — თავმჯდომარე.[1] [2]
მასაში იშიბაში იაპონ.石橋 政嗣 | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 ოქტომბერი, 1924 ჩინეთის რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი |
9 დეკემბერი, 2019 (95 წლის) ფუკუოკა, იაპონია |
მოქალაქეობა | იაპონია |
განათლება | ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
პარტია | სოციალ დემოკრატიული პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებამასაში იშიბაში დაიბადა კუნძულ ტაივანზე, რომელიც იმ დროს იაპონიის მმართველობის ქვეშ იყო. იგი გახლდათ იაპოენლი ჩინოვნიკის—გენერალ-გუბერნატორის უფროსი ვაჟი.
ტაიბეის ცზიანგოუს მუნიციპალურ საშუალო სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ტაიბეის უმაღლეს კომერციულ სკოლაში (ამჟამად ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი). მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარი ოკეანის ფრონტზე ვითარების გაუარესების გამო გაუქმდა სტუდენტთა გაწვევის გადავადების სისტემა და იშიბაში, რომელმაც 1944 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, გაიწვიეს ჯარში, სადაც იგი კუმამოტოს არმიის სარეზერვო ოფიცერთა სკოლაში შევიდა.
1946 წელს მასაში იშიბაში სამუშაოს საძიებლად გაემგზავრა ქალაქ სასებოში, ნაგასაკის პრეფექტურაში, სადაც შეუერთდა იაპონიაში განლაგებული აშშ-ს საექსპედიციო ძალების „შრომის სამსახურის კორპუსს“. როგორც ადგილობრივ მუშათაგან ყველაზე განათლებული, იგი გახდა მუშების ინტერესების წარმომადგენელი და 1947 წელს ამერიკული სამხედრო ბაზაზე ჩამოაყალიბა პროფკავშირი, სადაც თვითონ მდივნის მოვალეობას ასრულებდა.[3]
მასაში მონაწილეობდა პროფკავშირულ მოძრაობაში, იგი იყო ნაგასაკის პრეფექტურის პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქალაქ სასებოს პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარე.
პარლამენტი. შეუიარაღებელი ნეიტრალიტეტი
რედაქტირება1951 წელს იგი აირჩიეს ნაგასაკის პრეფექტურის ასამბლეის ადგილობრივ მოადგილედ სოციალისტებისგან. იაპონიის სოციალისტური პარტიის დაშლის შემდეგ, ის მემარცხენე სოციალისტურ პარტიის რიგებში აღმოჩნდა და 1955 წელს პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრად, გახდა პარლამენტის საბიუჯეტო კომისიის წევრი.
1966 წელს იშიბაშიმ დაიცვა შეუიარაღებელი ნეიტრალიტეტის კონცეფცია, რომელიც გახდა პარტიის ოფიციალური პოლიტიკა და გულისხმობდა იაპონიის თავდაცვის ძალების რეორგანიზაციას პოლიციის ეროვნულ სააგენტოდ, რაოდენობისა და ბიუჯეტის თანდათანობით შემცირებით ეფექტური ნეიტრალიტეტის მისაღწევად. იაპონიის სოციალისტურ პარტიის წევრების გარკვეული ნაწილი მოითხოვდა თავდაცვის უფლების აღიარებას და კონსტიტუციის მე –9 მუხლის შესაბამისი ცვლილებების შეტანას, მაგრამ უმრავლესობამ, მათ შორის იშიბაშმა, მტკიცე პაციფისტური პოზიცია დაიკავა. იშიბაშის წიგნი „შეუიარაღებელი ნეიტრალიტეტი“, გამოქვეყნებული სოციალისტური პარტიის მიერ 1980 წელს 300000 ტირაჟით, გახდა ბესტსელერი და ითარგმნა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, მონღოლურ და ლაოსურ ენებზე.
სოციალისტური პარტიის ლიდერი
რედაქტირება1967 წელს იშიბაში აირჩიეს იაპონიის სოციალისტური პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. იგი ხელმძღვანელობდა პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურ ბიუროს, ხოლო 1968 წლიდან - პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საერთაშორისო ბიუროს.
1970 წელს პარტიის 34 -ე რეგულარულ ყრილობაზე იგი აირჩიეს იაპონიის სოციალისტური პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურ მდივნად. 1977 წელს, როდესაც სოციალისტური პარტია დამარცხდა ზემო პალატის არჩევნებში, მან დატოვა გენერალური მდივნის პოსტი თავმჯდომარე ტომომი ნარიტასთან ერთად.
მასასი იშიბაში გახდა ისპ-ის თავმჯდომარის, იტიო ასუკატას მოადგილე 1982 წელს, მაგრამ გადადგა ასუკატას მიერ ახალგაზრდა ნობორუ ბაბას გენერალურ მდივნის პოსტზე დანიშვნის პროტესტის ნიშნად.
როდესაც სოციალისტური პარტია კვლავ დამარცხდა ზედა პალატის არჩევნებში, თავმჯდომარე ასუკატა გადადგა.1983 წლის 7 სექტემბერს 48 -ე ყრილობაზე იგი შეცვალა იშიბაშიმ. თავმჯდომარე იშიბაშმა ხელი შეუწყო ცენტრალურ მემარცხენე ცენტრალურ პარტიებთან თანამშრომლობას, როგორიცაა „კომეიტო“ და დემოკრატიული სოციალიზმის პარტია. მან ასევე გამართა ცნობილი საპარლამენტო დებატები პრემიერ -მინისტრ იასუჰირო ნაკასონესთან იმის შესახებ, უნდა აირჩიოს თუ არა ქვეყანამ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა თუ მილიტარისტული.[4][5][6]
1986 წელს მიღებულ იქნა "იაპონიის სოციალისტური პარტიის ახალი დეკლარაცია", რომელმაც შეცვალა 1964 წელს დამტკიცებული მარქსიზმ-ლენინიზმზე (მეცნიერული სოციალიზმი), დაფუძნებული "გზა სოციალიზმისკენ იაპონიაში". ამრიგად, იაპონიის სოციალისტური პარტია,სოციალისტური ინტერნაციონალის ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე პარტია, სავარაუდოდ უნდა გარდაქმნილიყო დასავლური მოდელის მეინსტრიმულ სოციალ-დემოკრატიულ ძალად და გამოსულიყო მარადიული ოპოზიციური მდგომარეობიდან.
ბედის ირონიით, 1986 წლის ივნისის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ საბოლოოდ დაკარგა 86 ადგილი და იშიბაშიმ დატოვა თავმჯდომარეს პოსტი.
თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ
რედაქტირებამასაში იშიბაშმა ურჩია მის მემკვიდრე ტაკაკო დოის კიდევ უფრო გაეძლიერებინა თანამშრომლობა ცენტრისტულ ძალებთან. დოიმ ძირითადად გააგრძელა ეს ხაზი, მიუხედავად მემარცხენე აქტივისტების უკმაყოფილებისა და შიდაპარტიული სოციალური მოძრაობებისა. თუმცა, უკვე 1990 წელს, იშიბაში დოისთან უთანხმოების გამო წავიდა პოლიტიკიდან.
პენსიაზე გასვლის შემდეგ მასაში იშიბაში წერდა მემუარებს. იგი გარდაიცვალა 2019 წლის 9 დეკემბერს ფუკუოკას საქალაქო საავადმყოფოში 95 წლის ასაკში.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 「非武装中立論」石橋政嗣・元社会党委員長死去 95歳 中曽根元首相らと論戦 ["Non-armed neutral theory" Mr ISHIBASHI Masashi, former Socialist Party chairman died, 95 years old, Controversy with former Prime Minister NAKASONE.] (იაპონ.). Mainichi Shimbun. 13 December 2019. Retrieved 2019-12-13.
- ↑ "Ministers Reshuffled by Tanaka". Eugene Register-Guard. Associated Press. 11 November 1974. Retrieved 29 December 2010.
- ↑ Kreisberg, Paul H. (1985). "The United States and Asia in 1984". Asian Survey. 25 (1): 1–20. doi:10.2307/2644053. ISSN 0004-4687.
- ↑ Thayer, Nathaniel B. (1985-01-01). "Japan in 1984: The Nakasone Era Continues". Asian Survey. 25 (1): 51–64. doi:10.2307/2644056. ISSN 0004-4687.
- ↑ Baerwald, Hans H. (1984). "Japan's December 1983 House of Representatives Election: The Return of Coalition Politics". Asian Survey. 24 (3): 265–278. doi:10.2307/2644066. ISSN 0004-4687.
- ↑ Kihl, Young Whan (1985). "North Korea in 1984: "The Hermit Kingdom" Turns Outward!". Asian Survey. 25 (1): 65–79. doi:10.2307/2644057. ISSN 0004-4687.
- ↑ "Ex-Japan Socialist Party Head Masashi Ishibashi Dies at 95".[მკვდარი ბმული] nippon.com. December 13, 2019.