ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტაკაკო დოი (იაპონ. 土井 た か 子, 30 ნოემბერი, 1928, კობი, იაპონია—20 სექტემბერი, 2014, ჰიოგოს პრეფექტურა, იაპონია) —იაპონელი სახელმწიფო მოღვაწე, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე (1993-1996 წწ). ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. იაპონიის სოციალისტური (მაშინდელი სოციალ-დემოკრატიული) პარტიის თავმჯდომარე (1986-1991 და 1996-2003 წლებში).[1][2]

ტაკაკო დოი
იაპ. 土井 た か 子
ტაკაკო დოი იაპ. 土井 た か 子
იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აგვისტო, 1993 – 27 სექტემბერი, 1996
წინამორბედიესიო საკურაუტი
მემკვიდრესოიტირო იტო

დაბადებული30 ნოემბერი, 1928
კობე, იაპონიის დროშა იაპონია
გარდაცვლილი20 სექტემბერი, 2014 (85 წლის)
ჰიოგოს პრეფექტურა, იაპონია
მოქალაქეობადოსისას უნივერსიტეტი
პოლიტიკური პარტიაიაპონიის სოციალისტურიპარტია
იაპონიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტაკაკო დოიმ 1945 წელს დაამთავრა ქალთა სკოლა, შემდეგ დოსისას (კიოტო) უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი 1956 წელს. ასწავლიდა კონსტიტუციურ სამართალს იმავე (1958-1970 წწ.) და ორ სხვა უნივერსიტეტში. იგი გახდა  აქტივისტი  ომის შემდგომი  კონსტიტუციის დამცავი მოძრაობისა.[3]

1969 წელს იგი პირველად აირჩიეს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში იაპონიის სოციალისტური პარტიიდან (ზედიზედ ხელახლა იქნა არჩეული   11 ვადით). იგი იყო ფასების სპეციალური საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. სოციალური, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი. მრავალი წლის განმავლობაში მამაკაცი პოლიტიკოსების "ჩრდილში“ იყო მოქცეული, მაგრამ 1980 წელს  აქტიურად ჩაერთო  გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დაცვაში და 1985 წელს მიაღწია  პარლამენტის მიერ კონვენციის რატიფიცირებას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW).

ტაკაკო დოიმ კარიერა გაიკეთა იაპონიის სოციალისტურ პარტიაში: იგი იყო პარტიის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, 1983 წელს აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1986 წლის 9 სექტემბრიდან 1991 წლის 31 ივლისამდე —პარტიის თავმჯდომარე. ტაკაკო  დოი  გახდა პირველი ქალი იაპონიის პოლიტიკის ისტორიაში, რომელმაც  მსგავსი თანამდებობა დაიკავა.  (გადადგა 1991 წელს ადგილობრივი არჩევნებზე განცდილი მარცხის   შემდეგ). 1989 წელს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციაში, სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა ფინალური გამარჯვება პარლამენტის მრჩეველთა პალატის არჩევნებში. ამ არჩევნებში მან წარმატებული  კამპანია წარმართა სამომხმარებლო გადასახადის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მმართველმა ლიბერალ -დემოკრატიულმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა.

1993-1996 წლებში ტაკაკო დოი იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე გახლდათ. 1996 წლის 28 სექტემბერს იგი ხელმძღვანელობდა სოციალ -დემოკრატიულ პარტიას, რომელშიც არჩევნებში დიდი მარცხის შემდეგ გადაიზარდა იაპონიის სოციალისტურ პარტიაში თუმცა, მან ვერ შეცვალა პოლიტიკური ძალების განლაგება და დემოკრატიული პარტია გახდა მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც შეუერთდა იაპონიის სოციალისტური პარტიის ზოგიერთი ყოფილი წევრი.

ტაკაკო დოი პოპულარული ოპოზიციური პოლიტიკოსი იყო. მას სურდა უფრო ზომიერი პარტიის შექმნა და  მეტი ქალის მოზიდვა პოლიტიკაში. იგი იყო პასუხისმგებელი  უბრალო აქტივისტებისგან პარტიაში ახალგაზრდა ქალების მიღებაზე. ერთ-ერთი ასეთი  იყო  კიიომი ცუჯიმოტო.

2003 წლის საყოველთაო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს მხოლოდ 6 ადგილი, ხოლო დოიმ ხელახლა არჩევა დეპუტატთა პალატაში მხოლოდ  პარტიული სიით შეძლო, იგი დამარცხდა თავისივე ოლქში. პოლიტიკოსის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა  1987 წელს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ირ სუნგის დაბადების დღის აღსანიშნავად  განცხადების გამოქვეყნებამ, სადაც  ამბობდა, რომ იაპონიის სოციალისტური პარტიის წევრებმა პატივი უნდა სცენ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის მიერ მიღწეულ ბრწყინვალე წარმატებებს დიდი ლიდერის კიმ ირ სენის ხელმძღვანელობით. 1989 წელს მან და 129 სხვა გამოჩენილმა პარტიულმა წევრმა ხელი მოაწერეს პეტიციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტ რო დაე ვუსადმი, სადაც ითხოვდნენ ჯაშუშობაში ნასამართლევი ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქეების გათავისუფლებას, მათ შორის შინ კვანგ სოოს, რომელიც მონაწილეობდა 1980 წლის ივნისში იაპონიის მოქალაქეების გატაცებაში. 2003 წლის ნოემბერში ამ დიდი ჩავარდნის შემდეგ ტაკაკო დოიმ აიღო პასუხისმგებლობა პარტიაში არსებულ მდგომარეობაზე და გადადგა  თავმჯდომარის თანამდებობიდან.

2005 წლის არჩევნების შემდეგ მან დაკარგა ადგილი პარლამენტში; 2006 წლიდან იკავებდა  იაპონიის სოციალ -დემოკრატიული პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას.

გარდაცვალება

რედაქტირება

ტაკაკო დოი გარდაიცვალა პნევმონიით ჰიოგოს პრეფექტურის საავადმყოფოში 2014 წლის 20 სექტემბერს 85 წლის ასაკში.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "'Trailblazer' Takako Doi, first woman to serve as Lower House speaker, dies at 85". Asahi Shimbun. September 28, 2014. Archived from the original on September 28, 2014.
  2. Doi Takako// Encyclopaedia Britannica
  3. Takako Doi//FemBio
  4. 土井たか子氏が死去 女性初の衆院議長 (იაპონ). Nihon Keizai Shimbun. September 28, 2014. Retrieved September 28, 2014.
  5. Takako Doi obituary
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაკაკო_დოი“-დან