იასუჰირო ნაკასონე

იასუჰირო ნაკასონე (იაპონ. 中曽根 康弘; დ. 27 მაისი, 1918; — გ. 29 ნოემბერი, 2019)[2]იაპონელი პოლიტიკოსი, რომელსაც 1892 წლის 27 ნოემბრიდან 1987 წლის 6 ნოემბრამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. როგორც ბრაიან მალრუნის, რონალდ რეიგანის, ჰელმუტ კოლის, ფრანსუა მიტერანის, მარგარეტ ტეტჩერის, ბეტინო კრაკსის, დენ სიაოპინისა და მიხეილ გორბაჩოვის თანამედროვე, მისი მმართველობა ცნობილი იყო სახელმწიფოზე დაქვემდაბარებული კომპანიების პრივატიზების ხელშეწყობით და იაპონური ნაციონალიზმის გამოცოცხლებით, როგორც თანამდებობაზე ყოფნის დროს, ასევე მის შემდეგაც. 2018 წლის მაისში ნაკასონეს 100 წელი შეუსრულდა.[3]

იასუჰირო ნაკასონე
იასუჰირო ნაკასონე
იაპონიის 45-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი 1982 – 6 ნოემბერი 1987
მონარქი  ჰიროჰიტო
წინამორბედიძენკო სუძუკი
მემკვიდრენობორუ ტაკეშიტა

დაბადებული27 მაისი, 1918
ტაკასაკი, იაპონიის იმპერია
გარდაცვლილი29 ნოემბერი, 2019
ეროვნებაიაპონელი
პოლიტიკური პარტიალიბერალურ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეცუკატო ნაკასონე
შვილებიჰიროფუმი ნაკასონე
განათლებატოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტი
რელიგიაშინტოიზმი [1]
ხელმოწერა

გარდაიცვალა 2019 წლის 29 ნოემბერს, 101 წლის ასაკში.

ადრეული წლები

რედაქტირება
 
1 წლის ნაკასონე, 1919 წელი

ნაკასონე 1918 წლის 27 მაისს ცენტრალური იაპონიის ღარიბულ მაღალმთიან პრეფექტურაში, ქალაქ ტაკასაკიში დაიბადა.[4] ის იყო ნაკასონე მაცუგუროსა და ნაკამურა იუკუს მეორე ვაჟი. მას ჰყავდა 5 დედმამიშვილი: უფროსი ძმა კიჩიტარო, უფროსი და შოკო, უმცროსი ძმა რიოსუკე და კიდევ და-ძმა, რომლებიც მცირეწლოვნები დაიღუპნენ.[5]

  1. 上之郷, 利昭 (1994). 教祖誕生. 講談社文庫. 
  2. Profile of Yasuhiro Nakasone
  3. https://www.areanews.com.au/story/5430950/japan-ex-pm-yasuhiro-nakasone-turns-100/
  4. "Japan’s Elder Statesman Is Silent No Longer" by Martin Fackler, The New York Times, January 29, 2010 (January 30, 2010, p. A11).
  5. (6 March 2015) The Making of the New Japan. Curzon Press, გვ. 14. ISBN 0-7007-1246-1.