მასარა
მთა საქართველოში, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
მასარა — მთა საქართველოში, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ქართლისა და კახეთის ქედების შესაყართან, მდინარე ივრის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3279 მ. აგებულია ასპიდური თიხაფიქლების, ქვიშაქვებით და კვარციტებით. დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კალთები ციცაბოა, ფლატოვანი, დანარჩენი — დამრეცი. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.
მასარა | |
---|---|
კოორდინატები: 42°23′48″ ჩ. გ. 45°13′33″ ა. გ. / 42.396722° ჩ. გ. 45.225889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3279 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 481.