მაისის კუნძულები
მაისის კუნძულები (ესპ. Las Islas del Maíz — სიმინდის კუნძულები) — ორი კუნძული კარიბის ზღვაში, ნიკარაგუის სანაპიროდან აღმოსავლეთით, 70 კმ-ის მოშორებით. კუნძულები ნიკარაგუის საკუთრებაა და ადმინისტრაციულად გაერთიანებულია სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიურ რეგიონში. მუნიციპალიტეტის ოფიციალური სახელწოდებაა მაისის კუნძულები.
მაისის კუნძულები შედგება ორი კუნძულისაგან: მაისის დიდი კუნძული (Isla Grande del Maíz) , რომლის ფართობია 10 კმ² და მაისის მცირე კუნძული (Isla Pequeña del Maíz) 2,9 კმ²-ის ფართობით. შესაბამისად მათი საერთო ფართობია 12,9 კმ²
ისტორია
რედაქტირებამაისის კუნძულები ისტორიულად ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო 1655-1894 წლებში, მაშინ, როცა ამ რეგიონს მოსკიტების სანაპირო ეწოდებოდა. ერთი პერიოდი კუნძულის ხშირი სტუმრები იყვნენ კარიბის ზღვის მეკობრეები. 1894 წელს კუნძულები ნიკარაგუის მთავრობამ დაისაკუთრა. 1914 წლის ბრაიან-ჩამოროს ხელშეკრულებით კუნძულები იჯარით გადაეცა შეერთებულ შტატებს 99 წლით. ამის გამო კუნძულები აშშ-ის კანონმდებლობის სუბიექტები გახდნენ. თუმცა, ისინი მაინც დარჩა ნიკარაგუის შემადგენლობაში. ამერიკის თანხმობით ნიკარაგუის მთავრობამ დანიშნა კუნძულის მმართველობა. აშშ-ის უფლება რეალურად ან პოტენციურად გამოეყენებინა კუნძულები გაუქმდა 1971 წლის 25 აპრილს, როცა იჯარა უმოქმედოდ სცნო ბრაიან-ჩამოროს შეთანხმების გაუქმებით ნიკარაგუის პრეზიდენტმა ანასტასიო სომოსა დებაილემ 1970 წლის 14 ივლისს.
დემოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 6 626 (2005).
ადგილობრივი მთავრობის 2009 წლის შეფასებით მოსახლეობა არის:
მოსახლეობა: დიდ კუნძულზე 6200 / პატარა კუნძულზე 1200
ტურისტების გავრცელება: დიდ კუნძულზე 25% / პატარა კუნძულზე 25%
კუნძულებზე ცხოვრობენ ინგლისურენოვანი კრეოლები, რომლებიც შეეთქვიფნენ ადგილობრივ შავკანიანებს. ბოლო წლებში თავლშისაცემი გახდა შიდა მიგრაცია ესპანურად მოლაპარაკე მეტისებისა წყნარი ოკეანის რეგიონიდან და მოსკიტოს ხალხისა კარიბის სანაპიროებიდან პუერტ კაბესასის ირგვლივ. ინგლისური ენა, რომელიც კუნძულის მთავარი ენა იყო, განდევნა ესპანურმა და მოსკიტოს ენებმა.
შიდა დაყოფა
რედაქტირებამაისის კუნძულების მუნიციპალიტეტი დაყოფილია ექვს ადმინისტრაციულ ერთეულად(barrios). ხუთი მათგანი მოთავსებულია დიდ კუნძულზე, ხოლო მეექვსე თავად პატარა კუნძულის ტერიტორიას იჭერს.
ადმინისტრაცია | მოსახლეობა | მდებარეობა | სოფლები |
---|---|---|---|
ბრინგ ბეი | 3,930 | დასავლეთი | ბრინგ-ბეი |
ლა ლომა | 682 | სამხრეთი | ლა-ლომა, ლონგ-ბიჩი, ქუინ-ჰილი, ბლუთ-ფოინთი |
საუთ ენდი | 764 | აღმოსავლეთი | საუთ-ენდი, მაუნთ-პლეზენთი |
სალი პიჩი | 265 | ჩრდილოაღმოსავლეთი | სალი-პიჩი, ლითლ-ჰილი |
ნორთ ენდი | 490 | ჩრდილოდასავლეთი | ნორთ-ენდი |
მცირე სიმინდის კუნძული | 495 | კუნძული 13 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით | ვილიჯი, კარიბ თაუნი |
მარცვლეულის კუნძული | 6,626 |
ტრანსპორტი
რედაქტირებადიდ კუნძულზე არის ტრანსპორტირების რამდენიმე საშუალება. კუნძულზე არის 12 კმ-ის სიგრძის მოკირწყლული გზა. სატრანსპორტო საშუალებად მოსახლეობა იყენებს ტაქსებს, მანქანასა და ველოსიპედს.
კუნძულები 70 კმ-ის მოშორებით არიან ბლუეფილდსისაგან. დიდ კუნძულამდე მიღწევა შესაძლებელია ბორნით. საბორნე გზა კი იწყება ნავსადგურ ელ-რამადან მდინარე ესკონდიდოს გავლით, საიდანაც ბორანი დადის ყოველ კვირაში ერთხელ. შესაძლებელია მანაგუას გავლით თვითმფრინავის საშუალებით ჩასვლა კუნძულებზე. პატარა კუნზულზე მოხვედრა ხელმისაწვდომია მხოლოდ ბორნით, რომელიც დიდი კუნძულიდან გადის ხოლმე.
ეკონომიკა და ტურიზმი
რედაქტირებამე20 საუკუნის განმავლობაში ეკონომიკა არსებობდა ქოქოსის წარმოებაზე დაყრდნობით. 1960-1970-იან წლებში მრეწველობის თვარა დარგად დამკვიდრდა თევზის რეწვა, ისვე როგორც, კიბორჩხალებისა და კრევეტების მოპოვება. ბოლო წლებში ტურიზმის ზრდა გავლენას ახდენს კუნძულების განვითარებაზე. ტურიზმის განვითარებას კუნძულებზე ხელი შეუწყო იმან, რომ კუნძულების გარშემო უამრავი მარჯნის რიფია. შესაბმაისად ეს ადგილი საუკეთესოა ყვინთაობისთვს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- BigCornIsland.com დაარქივებული 2006-11-13 საიტზე Wayback Machine. ტურიზმი მარცვლეულის კუნძულებზე
- Informative and rare 2007 trip report დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine.