მარყაქოლი
მარყაქოლი (ყაზახ. Марқакөл) — გამდინარე ტბა ყაზახეთში, აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში. მდებარეობს ალთაის მთებში, ქურჩუმისა და აზუთაუს ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 1449 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 449 კმ², სიგრძე 38 კმ, სიგანე 19 კმ. საშუალო სიღრმე 14 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ.
მარყაქოლი | |
---|---|
მარყაქოლი | |
კოორდინატები: 48°45′00″ ჩ. გ. 85°45′00″ ა. გ. / 48.75000° ჩ. გ. 85.75000° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1449 მ |
სიგრძე | 38 კმ |
სიგანე | 19 კმ |
ფართობი | 449 კმ² |
საშუალო სიღრმე | 14 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 30 მ |
გამომდინარე მდინარე | ქალჯირი |
ტბის სამხრეთ ნაწილები ჩამოქცეულია, ხოლო ჩრდილოეთი — დადაბლებული. წყალი მტკნარია (და მეტად გამჭვირვალე), სუსტად მინერალიზებული. ზაფხულში ტბის ზედაპირი თბება 16-17 °C-მდე, ფსკერთან 7 °С. იყინება ნოემბერში.
ადგილ-ადგილ შემოსილია ტყით, ზოგან კი მდელოებია.
მარყაქოლს დიდი რაოდენობით ერთვის მდინარეები, რომლებიც უმთავრესად ნადნობი წყლებით საზრდოობენ. ტბის დასავლეთ სანაპიროდან გამოედინება მდინარე ქალჯირი (ირტიშის მარჯვენა შენაკადი). მდიდარია თევზით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 471.