მარტინ იზრაილის ძე კაბაჩნიკი (რუს. Мартин Израилевич Кабачник; დ. 27 აგვისტო (9 სექტემბერი), 1908, ეკატერინბურგი, ახლანდ. სვერდლოვსკი — გ. 15 აპრილი, 1997, მოსკოვი) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1958). სოციალისტური შრომის გმირი (1978). სკკპ წევრი 1957 წლიდან. 1931 წელს დაამთავრა მოსკოვის მე-2 ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1954 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტის ფოსფორორგანული ნაერთების ლაბორატორიის გამგე. მარტინ კაბაჩნიკის ძირითადი შრომები ეხება უმთავრესად ფოსფორორგანული ნაერთების ქიმიისა და ორგანული ქიმიის თეორიულ საკითხებს.[2][3] შექმნა ტაუტომერიული წონასწორობის რაოდენობრივი თეორია, აღმოაჩინა ტაუტომერიის, მ.შ. თავისუფალი რადიკალების ქიმიის (ე.წ. მოხეტიალე ვალენტობის მოვლენა, 1950–60-იანი წწ.) ახალი სახეები.[4]

მარტინ კაბაჩნიკი
რუს. Мартин Кабачник
დაბ. თარიღი 27 აგვისტო (9 სექტემბერი), 1908
დაბ. ადგილი ეკატერინბურგი[1]
გარდ. თარიღი 15 აპრილი, 1997(1997-04-15) (88 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები
სოციალისტური შრომის გმირი ლენინური პრემია სტალინის პრემია სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“
მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად“ მედალი „შრომის ვეტერანი“

ლენინური (1974) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946). დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით (1954, 1978),[4] სხვა ორდენებითა და მედლებით.[2]

თხზულებები

რედაქტირება
  • Таутомерия некоторых фосфорорганических соединений, в сборнике: Химия и применение фосфорорганических соединений, М., 1957;
  • Некоторые вопросы строения и реакционной способности фосфорорганических соединений, в сборнике.: Химия и применение фосфорорганических соединений, М., 1962;
  • Фосфорорганические вещества. М., 1967;
  • фосфорорганические комплексоны, «Успехи химии», 1968, т.37, в. 7 (совм. с др.).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • М. И. Кабачник, М., 1967 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Сер. химических наук, в. 39).
  1. Кабачник Мартин Израилевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.
  3. Кабачник Мартин Израилевич // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.
  4. 4.0 4.1 Лубнина И. Е. КАБАЧНИК // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 322.