მარტინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო
მარტინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო ( სლოვაკ. Univerzitná nemocnica Martin, შემოკლებით UNM ) — სლოვაკეთის საჯარო საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომელიც მდებარეობს მარტინის მუნიციპალიტეტში, ჟილინის მხარეში, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს არის სასწავლო საავადმყოფო და მთავარი საუნივერსიტეტო საავადმყოფო და ჯესენიუსის სამედიცინო სკოლის ნაწილი. საავადმყოფოში 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მარტინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სულ 900 საწოლია, ყველა სექტორის ჩათვლით. საავადმყოფოს ამჟამინდელი დირექტორია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (MD, MBA) დუშან კრკოშკა.
მარტინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
მდებარეობა | კოლაროვას ქუჩა 2, მარტინი, სლოვაკეთი |
კოორდინატები | 49°01′48″ ჩ. გ. 18°33′00″ ა. გ. / 49.030000° ჩ. გ. 18.550000° ა. გ. |
დაიწყო | 1889[1] |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ტევადობა | 900 საწოლი |
საიტი | |
http://www.mfn.sk |
ისტორია
რედაქტირებატურიეცის რეგიონი ( გერმ. Turz) ჯერ კიდევ ძველი დროიდან ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თერმული წყლებით, რომელიც კურნავდა სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს. წყლების სამკურნალო თვისებები აღნიშნეს 1281 წელს უნგრეთის მეფე ლადისლავ IV -მა და ლუქსემბურგის მეფე სიგიზმუნდმა 1423 წელს. 1532 წელს იოჰანეს ბარბიერუს მოშოვცელი გახდა პირველი ექიმი, რომელიც იქ დასახლდა, მოგვიანებით კი 1680 წელს იეზუიტებმა ამ ადგილას სამონასტრო აფთიაქი დააარსეს. [2]
1888-1945: ომი და ეპიდემიები
რედაქტირებასაავადმყოფო 1888 წლამდე არ იყო დასრულებული. ოპერაციები არ კეთდებოდა 1889 წლამდე. საავადმყოფო ქრონიკულად განიცდიდა გამოცდილი ექიმების ნაკლებობას და საწოლები არ იყო საკმარისი, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში საავადმყოფომ 200-ზე მეტი პაციენტი მიიღო, უმეტესობას აღენიშნებოდა ფილტვებისა და ნაწლავების პრობლემები. 1892 წელს რეგიონში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა, რის შედეგადაც ტუბერკულოზის განმეორებით გავრცელებასთან ერთად აუცილებელი გახდა ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ახალი პალატების დამატება.
პირველი მსოფლიო ომის დროს მარტინის საავადმყოფო გადაკეთდა დამხმარე სამხედრო ჰოსპიტალად და გამოიყენებოდა დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ. საომარი მოქმედებების განვითარებისა და პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ჰოსპიტალი სწრაფად გაფართოვდა. ომის შემდეგ, მოსახლეობის მატებასთან ერთად, საავადმყოფოს კვლავ გაფართოება დასჭირდა და 1923 წელს აშენდა ახალი ქირურგიული შენობა. თუმცა, რადგან საწოლები ჯერ კიდევ არასაკმარისი იყო, ხელისუფლებამ დეფიციტის შესამსუბუქებლად გადაწყვიტა მიმდებარე კერძო რეზიდენციების შეძენა. 1934 წელს დასრულდა გინეკოლოგიური განყოფილება.
მეორე მსოფლიო ომის წლებში საავადმყოფო კვლავ გამოიყენებოდა სამხედრო სარეზერვო ჰოსპიტალის რანგში, მაგრამ ასევე დაემატა პედიატრიული და ოტოლარინგოლოგიური პალატები და მიუხედავად იმისა, სამსახურიდან იძულებით დაითხოვეს ჩეხი და ებრაელი ექიმები, ჰოსპიტალი განაგრძობდა ფუნქციონირებას ომის წლებში.
1945 - დან დღემდე
რედაქტირებაომის შედეგად მარტინის ჰოსპიტალი სერიოზულად დაზიანდა. შენობებს მნიშვნელოვანი სტრუქტურული შეკეთება სჭირდბოდა. აუცილებელი იყო სამედიცინო და ტექნიკური მასალის დამატება. დოქტორი იან ლონგაუერის მმართველის თანადებობაზე დანიშვნასთან ერთად ყველაფერი გაუმჯობესდა. მოვიდა ექიმების ახალი თაობა, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული და სოციალური პრესტიჟის ზრდას. ერთ-ერთი ასეთი ექიმი იყო ვლადიმერ გალანდა, რომელმაც ხელი შეუწყო ტურიეცში ბავშვებისთვის მაღალი დონის სამედიცინო დახმარების განვითარებას. თანამედროვე ჩეხოსლოვაკიის კარდიოქირურგიის მამამ, პავოლ შტაინერმა, მარტინში ჩაატარა პირველი ღია კარდიოქირურგიული ოპერაცია სლოვაკეთში. [3] 1960-იანი წლებისთვის მარტინმა შეითავსა სასწავლო საავადმყოფოს ფუნქცია და ემსახურება ჯენსიუსის სკოლის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელიც ასევე მდებარეობს მარტინში. ჰოსპიტალს მუდმივად ემატებოდა ახალი განყოფილებები.
1992 წელს შეიქმნა რამდენიმე განყოფილება, მათ შორის, ცალკე ახალშობილთა განყოფილება, ტროპიკულ დაავადებათა განყოფილება, გასტროენტეროლოგიის განყოფილება, პარაზიტოლოგიისა და კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება. ერთი წლის შემდეგ, ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკამ სახელი შეიცვალა და ეწოდა ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილება, რადგან ის აღარ იყო ქირურგიული კლინიკის პედიატრიული ქირურგიის და ნეიროქირურგიის განყოფილება ნაწილი. კანის კლინიკას ეწოდა დერმატოლოგიის განყოფილებადა ქალთა გინეკოლოგიისა და მეანობის კლინიკა. ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილება 1996 წელს გახდა ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
2002 წლის დასაწყისში ცვლილებები მოხდა ფუნდამენტური მედიცინის სწავლებაში. ცალკე კლინიკებად ჩამოყალიბდა პედიატრიული ქირურგიის, სპორტული მედიცინის, ახალშობილების და კლინიკური ბიოქიმიის განყოფილების სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების სწავლების ცენტრები. წლების განმავლობაში საავადმყოფოს საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარდა, მათ შორის დაემატა ქირურგიული განყოფილება, რომელიც დასრულდა 2011 წელს. 2012 წლის სექტემბერში ოფთალმოლოგიის კლინიკაში ჩატარდა სლოვაკეთში პირველი ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია, რომელმაც განკურნა კატარაქტის დიაგნოზის მქონე ორი პაციენტი. [4] 2010 წლის ივლისში ჰოსპიტალმა შეიცვალა სახელი და მარტინის ფაკულტეტის საავადმყოფოს ნაცვლად ეწოდა მარტინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო. [5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ROR Data — v1.19 — 2023. — doi:10.5281/ZENODO.7644942
- ↑ Dolezalek, Marian. (July 2010) Historia Slovak. mfn.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2012-07-14
- ↑ Borik, Matej. „Realizátor prvej operácie srdca v SR Pavol Šteiner zomrel pred 45 rokmi“. Turiec Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 19 June 2014.
- ↑ TASR (1 September 2012). „MARTIN: At University Hospital Martin made a unique lens surgery“. Turiec.sme.sk (Slovak). ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ Dierova, Miroslava (1 July 2010). „Martin Faculty Hospital changes its name“. Turiec.sme.sk (Slovak). ციტირების თარიღი: 24 November 2012.