მარტა კონი
მარტა კონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Marthe Hoffnung |
დაბადების თარიღი |
13 აპრილი, 1920 (103 წლის) მეცი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მედდა, მწერალი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, მზვერავი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი |
მარტა ჰოფნუნგ კონი (დ. 13 აპრილი, 1920, მეცი ) — ფრანგი მწერალი, [1]მედდა, ჰოლოკოსტს გადარჩენილი დაზვერვის ყოფილი ოფიცერი. საკუთარი გამოცდილების მიხედვით დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი "მტრის ზურგში". [2]
Ადრეული წლები
რედაქტირებამარტა ჰოფნუნგი დაიბადა 1920 წლის 13 აპრილს, მეცში, საფრანგეთი,ორთოდოქსი ებრაელების შვიდშვილიან ოჯახში. ოჯახი ცხოვრობდა საფრანგეთში გერმანიის საზღვართან ახლოს. როდესაც ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში, 1942 წლის 17 ივნისს გესტაპომ დააპატიმრა მისი და — სტეფანი. მარტამ ორგანიზება გაუწია თავისი ოჯახის გაქცევას პუატიედან თავისუფალ ზონაში . ასე რომ, ის გადარჩა გამგზავრებამდე შედგენილი ყალბი დოკუმენტების წყალობით. მისი საქმრო, ჟაკ დელონე, სტუდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი, რომელსაც იგი შეხვდა პუატიეში, დახვრიტეს 1943 წლის 6 ოქტომბერს მონ-ვალერიანის ციხესიმაგრეში, სურესნესში.
მარტამ 1943 წლის ნოემბერში დაასრულა სწავლა საფრანგეთის წითელი ჯვრის საექთნო სკოლაში მარსელში, რომელიც 1941 წელს პუატიეში დაიწყო. ამის შემდეგ ინტენსიურად ცდილობდა წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაკავშირებას. [3]
კარიერა
რედაქტირება1944 წლის ნოემბერში, პარიზის განთავისუფლების შემდეგ, მართა ჰოფნუნგი გახდა საფრანგეთის 1-ლი არმიის სადაზვერვო სამსახურის წევრი, რომელსაც მეთაურობდა საფრანგეთის მარშალი ჟან დე ლატრე დე ტასნიე. ელზასში ფრონტის ხაზის გადაკვეთის 14 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მან შვეიცარიაში, შაფჰაუზენის მახლობლად, გერმანიის საზღვარი გადაკვეთა. მარტა თავისუფლად ფლობდა გერმანულს. იგი ამტკიცებდა რომ იყო გერმანელი მედდა, რომელიც ეძებდა გაუჩინარებულ საქმროს. შემდეგ ის შვეიცარიის საზღვარზე უკან გადმოვიდა, რათა ინფორმაცია ფრანგული დაზვერვისთვის გადაეცა. [4] მარტამ შეძლო თავის სამსახურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ ზიგფრიდის ხაზის ევაკუაცია მოხდა ფრაიბურგის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც შვარცვალდში გერმანული არმიის ნაწილი იყო ჩასაფრებული.[5]
ომის შემდგომ
რედაქტირებაომის შემდეგ მართა დაბრუნდა საფრანგეთში და განაგრძო საექთნო კარიერა. 1956 წელს, ჟენევაში სწავლისას, გაიცნო ამერიკელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, მომავალი ანესთეზიოლოგი მაიორი ლ. კონი, რომელიც მისი მეგობრის მეზობლად ცხოვრობდა. ისინი დაქორწინდნენ და საცხოვრებლად გადავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ორივე პენსიაზე გავიდა.
კონი 1945 წელს დააჯილდოვეს (გადაწყვეტილება No134, ხელმოწერილი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ბუვეს მიერ 1945 წლის 9 აგვისტოს და No 1322, ხელმოწერილი მარშალ ჟუენის მიერ 1945 წლის 10 ნოემბერს) "სამხედრო ჯვრის" ორდენით. 1999 წელს საფრანგეთის მთავრობამ მას გადასცა სამხედრო მედალი, ბრძანებულება No. 3465 MR 1999. [6] ანდრე ბორდესმა, ვეტერანთა საქმეთა მინისტრმა, 2002 წელს მიანიჭა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალრის წოდება ბრძანებულება No. 2702, MR 2004 წ. 2006 წელს საფრანგეთის მთავრობამ გადასცა საპატიო "ეროვნული აღიარების მედალი." [7][8]
2002 წელს მან ვენდი ჰოლდენთან ერთად დაწერა წიგნი საკუთარი გამოცდილების შესახებ, სახელწოდებით მტრის ზურგში: ფრანგი ებრაელი ჯაშუშის ნამდვილი ამბავი ნაცისტურ გერმანიაში, რომელიც გამოსცა გამომცემლობამ Harmony Books. ფრანგულად თარგმნა Helene Prouteau-მ და გამოსცა Plön-მა, Selection du Reader's Digest-მა და The Editions Tallandier-მა.
ჯილდოები
რედაქტირებაფილმი
რედაქტირება2019 წელს მწერალმა და რეჟისორმა ნიკოლა ელის ჰენსმა გადაიღო ფილმი მარტა კონის ცხოვრების შესახებ Chichinette: The Accidental Spy. პროდიუსერია ამოს გევა. ხანგრძლივობა — 86 წუთი. [12] [13] [14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Garrison, Jessica (2000-07-14). „Past Catches Up to Palos Verdes Woman--Carrying a Medal“. Los Angeles Times. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2015-06-29.
- ↑ Garrison, Jessica (July 14, 2000). „Past Catches Up to Palos Verdes Woman—Carrying a Medal“. Los Angeles Times. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2021. ციტირების თარიღი: 6 September 2021.
- ↑ Accart, Jean-Philippe (2010), "1. La démarche projet en vue de la création d'un service de questions-réponses en ligne", Mettre en œuvre un service de questions-réponses en ligne (Presses de l’enssib): pp. 16–33, , ISBN 978-2-910227-82-1, http://dx.doi.org/10.4000/books.pressesenssib.168. წაკითხვის თარიღი: 2020-11-16
- ↑ Garrison, Jessica (2000-07-14). „Past Catches Up to Palos Verdes Woman--Carrying a Medal“. Los Angeles Times. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2015-06-29.
- ↑ Mindell, Cindy (2015-06-24). „Conversation with Marthe Cohn“. Connecticut Jewish Ledger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-20. ციტირების თარიღი: 2019-10-20.
- ↑ Décret du 4 août 2004 portant promotion et nomination. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2019-10-20.
- ↑ Marthe Cohn - French Jewish Spy Behind Enemy Lines YouTube-ზე
- ↑ Décret du 4 août 2004 portant promotion et nomination.
- ↑ Garrison, Jessica (2000-07-14). „Past Catches Up to Palos Verdes Woman--Carrying a Medal“. Los Angeles Times. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2015-06-29.
- ↑ Tugend. Marthe Hoffnung Cohn Receives Germany's Highest Honor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-19. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
- ↑ Tugend, Tom. Marthe Hoffnung Cohn Receives Germany's Highest Honor. AJC Global Jewish Advocacy. ციტირების თარიღი: 18 September 2016
- ↑ Goldstein, Gary (14 April 2020). „Review: 'Chichinette' reveals the World War II spy exploits of a Palos Verdes centenarian“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2021.
- ↑ Brown, Hannah (October 17, 2019). „Haifa hosts the Jewish nurse who spied on the Nazis“. The Jerusalem Post.
- ↑ Chichinette: The Accidental Spy. IMDb.