მარნის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მარნის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში,გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე პატარა მაჭარის აუზში, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია პალეოცენურ კირქვებში. მღვიმეს საწყისი მონაკვეთიდანვე გვირაბის ფორმა აქვს. სიმაღლე — 4 მ, სიგანე — 8 მ. მღვიმის კედლები გლუვია, გვხვდება ტერასების ფრაგმენტები. მღვიმის სიგრძეა 50 მ. გვხვდება ნგრევის ადგილობრივი მასალა, აგრეთვე თიხის ნაფენები. ჰავა დინამიურია. მშრალი, ადგილი აქვს კონდენსაციური ტენის გამოყოფას. ადვილი შესაღწევია.
მარნის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 370 მ |
სიგრძე | 50 მ |
სიღრმე | 4 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.