მარკლენი ქუთათელაძე

ქართველი მხატვარი, ოქრომჭედელი.

მარკლენი (კარლო) ქუთათელაძე (დ. 1 აგვისტო, 1929, თბილისი — გ. 15 დეკემბერი, 2011) — ქართველი მხატვარი, ოქრომჭედელი. მუშაობდა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების დარგში, იყო ფერადი ლითონების დამუშავების ოსტატი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1961 წლიდან თანამშრომლობდა არტელ „მხატვარში“, მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. ფლობდა ლითონების დამუშავების ყველა ხერხს (მოსევადება, მინანქარი, ამოკვეთის სხვადასხვა წესი, კვერვა, ზარნიში და სხვა). ნამუშევრები: ლიქიორის სერვიზი (ვერცხლი, ჭედვა), რუსთაველის პორტრეტი (ჭედვა), მოვერცხლილი ყანწები (ჭედვა, ფილიგრანი) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება