მარი გერეკმეზიანი
მარი გერეკმეზიანი (სომხ. Մարի Կերեքմէզեան; დ. 1913 — გ. 1947) — სომეხი მოქანდაკე. მას მიიჩნევენ, როგორც პირველ ქალი მოქანდაკე თურქეთში და ცნობილი თურქი პოეტის და მხატვრის, ბედრი რაჰმი ეიუბოღლუს შემოქმედების მოყვარული[1].
მარი გერეკმეზიანი | |
---|---|
Մարի Կերեքմէզեան | |
დაიბადა | 1913 |
დაბადების ადგილი | ტალასი, (კაისერთან ახლოს) |
გარდაიცვალა | 1947 |
გარდაცვალების ადგილი | ანკარა, თურქეთი |
ეროვნება | სომეხი |
სფერო | ქანდაკება |
ბიოგრაფია
რედაქტირებასომხური წარმოშობის მოქანდაკე, მარი გერეკმეზიანი დაიბადა 1913 წელს, სოფელ ტალასში, კაისერთან ახლოს[2]. თავდაპირველად, იგი ვართ ბასრიგის დაწყებით ადგილობრივ სომხურ სკოლაში სწავლობდა[3]. მოგვიანებით, იგი კონსტანტინოპოლში გადავიდა, სადაც იესაიანის სომხურ სკოლაში აგრძელებდა სწავლას. იესაიანის სკოლაში სწავლის პერიოდში, გერეკმეზიანი თურქ მწერალს — აჰმედ ჰამდი ტანპინარს შეხვდა. ტანპინარმა იგი შთააგონა, რომ ფილოსოფიის ხარისხი მოეპოვებინა. ამის შემდეგ, მან სწავლა სტამბოლის უნივერსიტეტში განაგრძო და ამავდროულად, Güzel Sanatlar Akademisi-ს (ხელოვნების დიდი აკადემია) სკულპტურული განყოფილების სტუდენტი გახდა. აკადემიაში, მისი ლექტორი იყო ცნობილი გერმანელი მოქანდაკე — რუდოლფ ბელინგი[2].
მარი გერეკმეზიანი გეტრონაგონის და იესაიანის სომხურ უმაღლეს სასწავლებლებში ხელოვნების და სომხური ენის მასწავლებელი იყო.
35 წლის ასაკში, იგი ტუბერკულოზით გარდაიცვალა[1]. დაკრძალულია შიშლის სომხურ სასაფლაოზე.
2012 წლის დეკემბერში, ცნობილმა სომეხმა ფოტოგრაფმა — არა გიულერმა, უხელმძღვანელა მარი გერეკმეზიანის ნამუშევრების გამოფენას გეტრონაგანის სომხურ უმაღლესი სკოლაში, სტამბოლში[1].
ნამუშევრები
რედაქტირებამარი გერეკმეზიანის ნამუშევრების უმეტესობა დაკარგულია. მისი შემოქმედების დანარჩენი ნაწილი კი Resim ve Heykel Müzesi-ში (მხატვრობის და სკულპტურის მუზეუმი), სტამბოლშია ნაპოვნი. ასევე, ეიუბოღლუს ოჯახის პირად კოლექციაში ნაპოვნია გერეკმეზიანის მიერ შექმნილი ბედრი რაჰმის ბიუსტი. მარი გერეკმეზიანის ცნობილი ნამუშევრებია[3]:
ჯილდოები
რედაქტირებამარი გერეკმეზიანს მიღებული აქვს ანკარის სკულპტურული გამოფენის ჯილდო მის მიერ შექმნილი პროფესორ ნეშეთ იუმერის და პროფესორ შეკიპ თუნჩის ბიუსტებისთვის. ანკარის მთავრობის სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენაზე, გერეკმეზიანმა პირველი ადგილი დაიკავა იაჰია ქემალ ბეიათლის ბიუსტის შექმნისთვის[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Ziflioğlu, Vercihan (December 12, 2012). „Exhibit marks Turkey’s first female sculptor“. Hurriyet. ციტირების თარიღი: 22 May 2013.
- ↑ 2.0 2.1 HALİS, MÜJGAN (2012-12-09). „Bedri Rahmi'nin 'kara dutu' Mari için sergi“. Sabah (Turkish). ციტირების თარიღი: 22 May 2013.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Mari Gerekmezyan. Istanbul Woman's Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 May 2013.