აჰმეთ ჰამდი თანფინარი

(გადამისამართდა გვერდიდან აჰმედ ჰამდი ტანპინარი)

აჰმეთ ჰამდი თანფინარი (თურქ. Ahmet Hamdi Tanpınar; დ. 23 ივნისი, 1901, ოსმალეთის იმპერია — გ. 24 იანვარი, 1962, თურქეთი) — თურქი მწერალი და თურქული ლიტერატურის მკვლევარი. დაიბადა იურისტის ოჯახში. მამამისი ბევრს მოგზაურობდა და მომავალი მწერალი მუდამ შთაბეჭდილებით იყო დატვირტული. ტანპინარის ლიტერატურული შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს მარსელ პრუსტმა,სტეფან მალარმემ და პოლ ვალერამ, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელ წიგნმა „ხელოვნების ესთეტიკისა დაფილოსოფიის შესახებ“. მომავალი მწერალი აქტიურ შოპენჰაუერს, ფრიდრიხ ნიცშესა და ჰენრი ბერგსონს ახალდაზრდობაში გაეცნო.

აჰმეთ ჰამდი თანფინარი
თურქ. Ahmet Hamdi Tanpınar
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1901(1901-06-23)[1]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი, 1962(1962-01-24)[1] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
დასაფლავებულია აშიანის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა  თურქეთი
ალმა-მატერი Istanbul University Faculty of Letters, სტამბოლის ჰალქალის უმაღლესი სკოლა და სტამბოლის უნივერსიტეტი
Magnum opus სიმშვიდე, საათების დამარეგულირებელი ინსტიტუტი და Suat'ın Mektubu

მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე მისმა უფროსმა მეგობარმა, თურქმა პოეტმა, იაჰია ქემალ ბეიაოლიმ (1884-1958).

ლიტერატურა

რედაქტირება

ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყება ტრანპინარმა სტუდენტობისას სწორედ მისი გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. ცოდნის წყულვილმა მას სტუდენტობაში წასვლისკენ უბიძგა (1918), სადაც პედაგოგიკას სწავლობდა, თუნცა სულ მალე ის ლიტერატურის თეორიაზე გაცვალა, ვინაიდან ამ საგანს სწორედ ქემალ ბაიაოლი ასწავლიდა (იმ დროისთვის უყვე ცნობილი პოეტი). მისივე სიტყვებით იაჰაი ქემალი „გრძნობათა სამყაროდან აზროვნების სამყაროსკენ მიმავალი გზის გაკვლევაში“ დაეხმარა.

სწავლის დასრულების შემდეგ (1923) ტანპინარი ეზრუმში, ქონიასა და ანკარაში მუშაობდა ჯერ გიმნაზიის მასწავლებლად, შემდეგ კი უნივერსიტეტის ლექტორად. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ ქარიქოის ცნობილ გიმნაზიაში ასწავლიდა, პოეტ აჰმედ ხაშიმის გარდაცვალების შემდეგ კი ხელოვნების აკადემიაში მისი საქმე გააგრძელა: ხელოვნების ისტორია, მითოლოგია]სა და ესთეტიკას ასწავლიდა.

1939 წელს თანზიმატის დაწყებიდან 100 წლის იუბილეზე კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ჰასან ალი იუჩელმა ის სტამბოლის უნივერსიტეტში თანზიმატის ეპოქის თურქული ლიტერატურის პროფესორის თანამდებლობაზე მიიწვია. ტანპინარი ლიტერატურის გამორჩეულ, მრავალმხრივ და კომპეტენტურ მკვლევრად იქცა და ამ დარგს თავისი შემოქმედებითი კვალი უთუოდ დაამჩნია.

1942-1946 წლებში აჰმედ ჰამდი ტანპინარი სახალხო პარტიის დეპუტატი იყო, შემდეგ კი მცირე ხნით საგანმანათლებლო სისტემის ინსპექტორად მუშაობდა. აქედან მოყოლებული ცხოვრების ბოლომდე სტამბოლის უნივერსიტეტთან არსებულ თურქოლოგიის ინსტიტუტში თანამედროვე ლიტერატურას კათედრას ხელმძღვანელობდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

დაკრძალულია აშიან მეზარლის სასაფლაოზე, ორჰან გელი ქანიკისა და იაჰია ქემალ ბეიაოლის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.