მარიხუანა საქართველოში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მარიხუანის მოხმარება და ფლობა კანონიერია, მაგრამ კანაფის კულტივაცია (მოყვანა) და გაყიდვა უკანონოა.[1]
მოყვანა
რედაქტირებასაქართველოში კანაფს უკანონოდ მცირე რაოდენობით ზრდიან, რაც ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვისაა გათვლილი.[2] 2005 წლის მდგომარეობით, საქართველო ასევე იყო ცენტრალური აზიიდან მომდინარე ნარკოტიკების ტრანზიტული მარშრუტი, რომელიც ძირითადად რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში გადიოდა.[3]
ნარკოპოლიტიკა
რედაქტირებასაქართველოში მოქმედებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომლის თანახმადაც, ნარკო-დამნაშავეებს შეიძლება 14 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ყოველდღიურად პოლიცია 100-ზე მეტ ადამიანს უტარებდა (უტარებს) ნარკოტესტს. 2006 წლიდან, ანტი-ნარკოტიკული კანონმდებლობის გაძლიერების შემდეგ, საქართველომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯარიმებით 11,3 მილიონი დოლარი შეაგროვა.[4]
რეფორმა
რედაქტირება2016 წლის 31 დეკემბერს, საახალწლოდ გირჩის აქტივისტებმა პარტიის სათაო ოფისში, თბილისში დათესეს კანაფის 84 ძირი. როგორც პარტიის წევრებმა განაცხადეს, ეს იყო დაუმორჩილებლოს აქტი. პოლიციამ მოახდინა კანაფის ძირების კონფისკაცია, თუმცა გირჩის აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი ხვდებოდნენ, რომ პოლიცია ვერ შეძლებდა მთელი პარტიის დაკავებას, და რადგანაც მათი დაკავება ვერ შეძლეს, აწი კანაფის მოყვანის ბრალდებით აღარც სხვა ადამიანების დაკავების მორალური უფლება ექნებათ.
2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გივი შანიძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.[5]
2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გირჩის ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი და მოახდინა კანაფის მოხმარების ლეგალიზაცია.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Angell, Tom (September 21, 2018). „Governor Signs Marijuana Legalization Bill, Making History In US Territory“. Forbes. ციტირების თარიღი: September 21, 2018.
- ↑ International Monetary Fund. Legal Dept. (4 January 2013). Georgia: Detailed Assessment Report on Anti-Money Laundering and Combating the Financing of Terrorism. International Monetary Fund, გვ. 24–. ISBN 978-1-4755-5293-5.
- ↑ Guy Arnold (29 March 2005). International Drugs Trade. Routledge, გვ. 174–. ISBN 1-135-45516-3.
- ↑ Green Defiance Challenges Law, Power in Georgia. Voanews.com (2017-01-02). ციტირების თარიღი: 2017-01-16.
- ↑ მარიხუანის გამოყენება ლეგალიზებულია, მაგრამ მისი შოვნა ისჯება. www.amerikiskhma.com (2018-10-20). ციტირების თარიღი: 2018-10-20.
- ↑ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. w2w.constcourt.ge (2017-11-30). ციტირების თარიღი: 2017-11-30.