მარინა დიამანდისი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა ლამბრინი დიამანდისი (ინგლ. Marina Lambrini Diamandis; დ. 10 ოქტომბერი, 1985, ბრინმაური, უელსი) უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით მარინა და Marina and the Diamonds — უელსელი მომღერალი და კომპოზიტორი.

მარინა დიამანდისი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარინა ლამბრინი დიამანდისი
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1985 (1985-10-10) (39 წლის)
დაბ. ადგილი Brynmawr[1]
წარმოშობა ბრინმაური, უელსი
ეროვნება ბერძნები[1]
ჟანრ(ებ)ი პოპი, არტ-პოპი, ელექტროპოპი, ინდი-პოპი, სინთპოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2005 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი marinaofficial.co.uk
მარინა დიამანდისი ვიკისაწყობში

2010 წელს მონაწილეობა მიიღო BBC-ის Voice-ში. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, The Family Jewels გამოვიდა 2010 წელს და დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მეხუთე ადგილზე გავიდა. ნამუშევარმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან. ალბომის მეორე სინგლი, „Hollywood" მე-12 ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. მარინას მეორე სტუდიური ალბომი, Electra Heart გამოვიდა 2012 წელს. ის დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. ალბომმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა სინგლები „Primadonna" და „How to Be a Heartbreaker".

მესამე სტუდიური ალბომი, Froot გამოვიდა 2015 წელს და მოხვდა ბილბორდ 200-ის ტოპ ათში. 2018 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი Clean Bandit-თან ერთად „Baby". მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი, Love + Fear გამოვიდა 2019 წელს და გავიდა მეხუთე ადგილზე ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. 2021 წელს გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი Ancient Dreams in a Modern Land. ალბომი მე-17 ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარინა ლამბრინი დიამანდისი დაიბადა 1985 წლის 10 ოქტომბერს, ბრინმაურში. გაიზარდა აბერგავენის მახლობლად დასთან, ლაფინასთან ერთად. მისი მშობლები ნიუკასლის უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს. როდესაც მარინა ოთხი წლის იყო მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და მამა საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. მარინა უელსში დარჩა დედასთან ერთად.

მარინა სწავლობდა Haberdashers' Monmouth-ის გოგონათა სკოლაში. სწორედ ამ დროს დაინტერესდა მუსიკით. 16 წლის ასაკში იგი საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. ათენში სკოლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა უელსში, შემდეგ კი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა.

 
მარინა 2009 წელს

კარიერა დაიწყო 2007 წელს და გამოუშვა EP „Mermaid vs Sailor". მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან 679 Recordings 2008 წელს და გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Obsessions" 2009 წელს. ამას მოჰყვა სადებიუტო ალბომი „The Family Jewels".[2] ალბომმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო BBC-ის Voice-ში. იმავე წელს კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Atlantic Records.[3] 2010 წელს მარინამ გამოუშვა სამი სინგლი „I Am Not a Robot", „Oh No!" და „Shampain"

 
მარინა 2022 წლის მარტში

მუსიკოსმა გამოუშვა კიდევ ორი ალბომი, „Electra Heart" 2012 წელს და „Froot" 2015 წელს. მის მეორე სტუდიურ ალბომს წინ უძღოდა სინგლი „Primadonna". ნამუშევარი გამოვიდა 2012 წლის აპრილში. სიმღერა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მე-11 ადგილზე გავიდა. სიმღერამ მიიღო ვერცხლის სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან. ასევე კომპოზიციამ დაიმსახურა სერტიფიკატები გაყიდვებისთვის აშშ-ში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, დანიასა და ახალი ზელანდიაში.[4][5][6][7][8][9] მეორე სტუდიური ალბომი „Electra Heart" 2012 წელს გამოვიდა.[10] ალბომი გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან.[11] ნამუშევარი კონცეპტუალური ტიპის იყო. მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომი, „Froot", გამოვიდა 2015 წელს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ჩარტში მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მეათე ადგილზე.[12] 2015 წლის დასაწყისში მუსიკოსმა იმღერა რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზე, მათ შორის Lollapalooza Brazil და Coachella Valley Music and Arts Festival.[13] წლის ბოლოს დაიწყო ტურნე ამერიკასა და ევროპაში, რამაც ერთობ გაზარდა მისი პოპულარობა.[14]

2017 წელს გამოუშვა ახალი სინგლი „Disconnect". 2018 წელს მუსიკოსმა შეიცვალა სასცენო სახელი და გახდა „Marina".[15] 2018 წლის ნოემბერში გამოვიდა კოლაბორაციული ნამუშევარი Clean Bandit-თან და პუერტო-რიკოელ მომღერალ ლუის ფონსთან ერთად, სახელწოდებით „Baby".[16] ნამუშევარი დიდ ბრიტანეთში მე-15 ადგილზე გავიდა.

2019 წლის აპრილში გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი, „Love + Fear". ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მისი გამოსვლიდან მალევე დაიწყო ალბომის ტურნე დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.[17][18]

2021 წლის ივნისში გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი „Ancient Dreams in a Modern Land".[19] ალბომმა კრიტიკოსთა და მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. 2022 წლის მაისში 14-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მუსიკოსმა დატოვა ლეიბლი Atlantic Records.[20]

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • The Family Jewels (2010)
  • Electra Heart (2012)
  • Froot (2015)
  • Love + Fear (2019)
  • Ancient Dreams in a Modern Land (2021)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://www.walesonline.co.uk/lifestyle/showbiz/marina-says-shes-more-greek-1896966
  2. iTunes – Music – The Family Jewels by Marina and The Diamonds. iTunes Store (IE). Apple Inc. (15 February 2010). ციტირების თარიღი: 27 April 2014
  3. Marina & The Diamonds Joins Chop Shop Records Line-Up. Chop Shop Records (4 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 27 April 2014
  4. ARIA Charts – Accreditations – 2012 Singles. Australian Recording Industry Association. ციტირების თარიღი: 28 March 2016
  5. Marina and the Diamonds "Primadonna" (WMG). IFPI Denmark. ციტირების თარიღი: 28 March 2016
  6. 10 September 2012. Recorded Music New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 March 2016
  7. British single certifications – Marina & the Diamonds – Primadonna. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია (2 August 2013). შეიყვანეთ Primadonna ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  8. IFPI Austria – Verband der österreichischen Musikwirtschaft. ციტირების თარიღი: 12 August 2018
  9. „Gold & Platinum“. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2020. ციტირების თარიღი: 9 September 2018.
  10. Eames, Tom. (16 July 2012) Newton Faulkner sells just 16k to get number one album. Digital Spy. Hearst Corporation. ციტირების თარიღი: 27 April 2014
  11. Kreisler, Lauren. (6 May 2012) Marina & The Diamonds claim first Official Number 1 album. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 25 April 2014
  12. Kendrick Lamar Earns His First No. 1 Album on Billboard 200 Chart (25 March 2015). ციტირების თარიღი: 26 March 2015
  13. „Lollapalooza 2015 anuncia programação de shows por dia; veja a lista“ [Lollapalooza 2015 announces daily programme of shows; see the list]. Rolling Stone (პორტუგალიური). 27 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2016. ციტირების თარიღი: 15 January 2016.
  14. Dunnigan, Jordan (17 September 2015). „Marina And The Diamonds: 5 Things You Need To Know About The 'Neon Nature' Tour“. Fashion & Style. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2017. ციტირების თარიღი: 28 March 2016.
  15. Greenwood, Douglas. (31 January 2019) My name is Marina. ციტირების თარიღი: 6 February 2019
  16. Ding, Sophie (29 October 2018). „Clean Bandit Announce New Single 'Baby' Featuring Luis Fonsi and Marina“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2018. ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  17. Rowley, Glenn (14 February 2019). „Marina Announces Double Album 'LOVE + FEAR,' Tour Dates“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 May 2022.
  18. TotalNtertainment. (2 June 2019) MARINA – Announces 'Love + Fear' Tour Part 2 en-GB. ციტირების თარიღი: 23 May 2022
  19. „Marina Announces New Album 'Ancient Dreams in a Modern Land,' Drops 'Purge the Poison': Listen“. Billboard. 14 April 2021. ციტირების თარიღი: 14 April 2021.
  20. Diamandis, Marina [MarinaDiamandis]. (23 May 2022) After 14 years of being signed, "Ancient Dreams in a Modern Land" is my final album with Atlantic Records. I want to share my independence with you. 🤍 t.co/USSjAjfNiQ en. ციტირების თარიღი: 26 December 2022