ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიკა დარჩია (დ. 23 ივნისი, 1953) — ქართველი ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი და პოლიტიკოსი. თბილისის VI მოწვევის საკრებულოს წევრი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი. ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები გაიარა ლონდონის PR ინსტიტუტში და რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციაში

საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „მედია პალიტრის“ კრეატიული დირექტორი და პირველი PR ორგანიზაციის დამფუძნებელი. 1993 წელს, მარიკა დარჩიამ ბრიტანეთში მაღალკვალიფიციური კურსების გავლით საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები შეისწავლა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანდათან ეს ახალი დარგი განავითარა სამშობლოში. სწორედ მისი თქმით, თავდაპირველად, ამ სფეროს სკეპტიკურად უყურებდნენ და ვერ აღიქვამდნენ მის მნიშვნელობას, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათანობით გამოიკვეთა თუ რა დიდი როლი აქვს ზოგადად პიარს ნებისმიერ საქმესა თუ ურთიერთობაში.

1995 წელს მან „თბილისის PR ცენტრი“ ჩამოაყალიბა და ასე შეუწყო ხელი „პიარის პიარს“. 2007 წელს, იგი „მედია პალიტრის“ კრეატიული დირექტორი გახდა. სწორედ, მისი იდეით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. მაგალითად: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ და „მაკლიტერატურა“.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

უყვარს ლიტერატურა და თითოეული პერსონაჟის გაცოცხლება. წიგნის კითხვა და მხატვრული ლიტერატურა.

2013 წელს, მან ჟურნალისტის როლიც მოირგო და დააფუძნა საავტორო გადაცემა „სტუმრად მარიკა დარჩიასთან ერთად“. იგი, ამ ახალი პროექტით ცდილობდა მსმენელისთვის სხვადასხვა ცნობილი ადამიანები განსხვავებული კუთხით, განსხვავებული ამპლუით გაეცნო.

1998 წელს ის თბილისის საკრებულოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

2004-2007 წლებში კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2013 წელს თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის საგამომცემლო კომისიის წევრი გახდა, დაახლოებით ორ წელში კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი.

პოლიტიკის გარდა მარიკა დარჩია პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც და ასწავლის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ჯიპაში“. არის „PR მცირე ბიბლიოთეკის დამფუძნებელი“ და პირველი წიგნის „საზოგადოებასთან ურთიერთობა სამთავრობო სტრუქტურებში“-ს ავტორი.

2014 წელს, ის „ოქროს ფრთის“ გამარჯვებული გახდა და მას მიენიჭა ჯილდო, როგორც ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე ინტელექტუალ ადამიანს.

2017-2021 წლებში იყო ქალაქ თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". საკრებულოს წევრობისას დარჩია იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარიკა_დარჩია“-დან