მარია ტერეზა ნუცო
მარია ტერეზა ნუცო (დ. 11 მაისი, 1851, ვალეტა, მალტა — გ. 17 აპრილი, 1923) — კათოლიკე მონაზონი, რელიგიური ინსტიტუტის „წმინდა გულის ქალიშვილების“ დამფუძნებელი.
მარია ტერეზა ნუცო Maria Teresa Nuzzo | |
---|---|
დაიბადა |
11 მაისი, 1851 ვალეტა |
გარდაიცვალა |
17 აპრილი, 1923 (71 წლის) Ħamrun |
მოღვაწეობა | ექიმი და მონაზონი |
ენა | ინგლისური ენა |
ადრეული წლები
რედაქტირებამარია ტერეზა ღრმად მორწმუნე ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ის იყო მეორე შვილი პოლ და ლუიზა მოროჩი ნუცოების ოჯახში. [1] მისი უფროსი ძმა ქოლერის ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა. მარია ტერეზა დაბადებიდან ერთი დღის შემდეგ მოინათლა წმინდა პავლეს კოლეგიურ სამრევლოში და რვა წლის ასაკში მირონი იცხო.
მარია ტერეზას ადრეულ წლებში მალტაში განათლება არ იყო სავალდებულო. ცოტას ჰქონდა შვილების სკოლაში გაგზავნის საშუალება: ბავშვების უმეტესობა მუშაობდა ფულის საშოვნელად, რათა ოჯახებს დახმარებოდნენ. თუმცა, მარია ტერეზას გაუმართლა, მან მიიღო განათლება. ხელსაქმეში და მუსიკაში ნიჭიერებით, მან ინტერესი გამოავლინა ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ. 1867 წელს, თექვსმეტი წლის ასაკში, მარია ტერეზა გახდა პასუხისმგებელი იმ სკოლაზე, რომელსაც მართავდა მისი დეიდა, ამ უკანასკნელის დაბრმავებისა და გარდაცვალების შემდეგ 1867 წლის 4 მარტს. [1]
მიუხედავად იმისა, რომ მარია ტერეზამ დაიწყო რელიგიური ცხოვრება, ის გრძნობდა პასუხისმგებლობას მშობლების მიმართ - მამამისი სამოცდაათი წლის იყო და ავადმყოფობდა - და მის მზრუნველობაში მყოფი სკოლის მიმართ. 21 წლის ასაკში მან დადო აღთქმა მოკრძალებულად ცხოვრების, უმანკოებისა და მორჩილების შესახებ, როგორც საერო პირმა.
პირადი აღთქმა
რედაქტირებამარია ტერეზამ რჩევა ითხოვა თავისი სულიერ ხელმძღვანელის, პიეტრო პეისისგან, რომელმაც წაახალისა იგი, აღთქმა დაედო წმინდა ტერეზა ავილელის დღესასწაულზე. მარია ტერეზა მაინც გრძნობდა წუხილს: მართალია რელიგიური ცხოვრებისკენ იყო მიდრეკილი, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, საბოლოოდ დატოვებდა თუ არა ოჯახს. 1874 წლის 21 ოქტომბერს მან პირობა დადო პირადად პიეტრო პეისის წინაშე. ორი წლის შემდეგ, როდესაც ის ჯერ კიდევ ოცდახუთი წლის იყო, მამა გარდაიცვალა.
მარია ტერეზას კვლავ სურდა მონასტერში ცხოვრება და უფრო მეტიც, მონაზვნებთან შეერთება. 1880 წელს მან ეს სურვილი გაუმხილა სულიერ წინამძღოლს, რომელმაც პირდაპირ უთხრა: „შენ არ შეეფერები მონასტერს“. შედეგად, მისი ცხოვრება გრძელდებოდა სკოლის გარშემო, ხოლო, სკოლის საათების შემდეგ დროს უთმობდა კატეხიზმურ და პასტორალურ საქმიანობას. ერთი წლის შემდეგ 1881 წელს დედა გარდაიცვალა.
წმინდა გულის ქალიშვილები
რედაქტირებამარია ტერეზამ გამოთქვა რელიგიური კრების შექმნის იმედი, რომელიც მტკიცედ მიჰყვებოდა ქრისტეს და მიუძღვნიდა საქველმოქმედო სამსახურს განათლებასა და სოციალურ მუშაობას. ფინანსების უქონლობის მიუხედავად, მარია ტერეზა მიენდო ღვთის განგებას და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 1902 წელს მოახერხა ოცნებების ახდენა [2]
ბიძაშვილი, ენრიკო ნუცო, იზიარებდა იმავე იდეალს: დაეხმარა საზოგადოების უიღბლო წევრების, განსაკუთრებით კი გოგონების განათლებაში. შუახნის ასაკში ამ უკანასკნელს სურდა გამოეყენებინა თავისი ფული სოციალური პროექტისთვის თავისი იდეების რეალიზაციისთვის. როდესაც ისინი შეხვდნენ, ენრიკომ მარია ტერეზას უამბო თავისი ოცნების შესახებ. მან გამოხატა შეთავაზების მიღებისა და რელიგიური ინსტიტუტის ჩამოყალიბების სურვილი. ეს შეთანხმება გადაეცა მთავარეპისკოპოსს, რომელსაც ენრიკოს ანდო მიწა პროექტისთვის. არქიეპისკოპოსი კარგად იცნობდა მარია ტერეზას და ბედნიერი იყო მისი იმედებისა და ოცნებების რეალიზების გამო.
1902 წელს მშენებლობა დაიწყო და 1903 წელს მარია ტერეზამ, იმ დროისათვის 52 წლის ასაკში, დაიწყო ამ სახლში ცხოვრება მისი ახალი ფონდის პირველ წევრებთან ერთად. ამრიგად, 52 წლის ასაკში მარია ტერეზამ მოახერხა რელიგიური კრების შექმნა, რომელზეც ოცნებობდა. „წმინდა გულის ქალიშვილთა“ კრება ოფიციალურად დაარსდა 1903 წლის 21 ნოემბერს [1]
თანამედროვეობა
რედაქტირებადღეს „წმინდა გულის ქალიშვილები“ წარმოდგენილი არიან მალტაში, ინდოეთში, ლიბიაში, კენიაში, ტანზანიაში, ფილიპინებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. [3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Alexander Bonniċi 'Madre Teresa Nuzzo' 1986
- Sr. Emma Camilleri DSH 'Bint l- Imħabba' 2003
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Testa, Michael. "Bid to beatify congregation founder", Times of Malta, May 3, 2003
- ↑ Daughters of the Sacred Heart. Dshnuzzo.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2012. ციტირების თარიღი: 2012-06-16.
- ↑ Site on Madre Teresa Nuzzo. Teresanuzzo.tripod.com. ციტირების თარიღი: 2012-06-16.