მარია კარმი (პრინცესა ნორინა მაჩაბელი; 3 მარტი, 1880 – 15 ივნისი, 1957) — მსახიობ ნორინა ჯილის სასცენო ფსევდონიმი. იგი დაიბადა იტალიაში, ქალქ ფლორენციაში. ”perfume company Prince Matchabelli”-ის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თეატრისა და კინოს მსახიობი, მისტიკოსი, გამომცემელი, ინდოელი მისტიკოსისა და ინდუიზმის სულიერი მოძღვრის მეჰერ ბაბას ერთგული მიმდევარი.

მარია კარმი (ნორინა ჯილი)
მეჰერ ბაბა

სამსახიობო კარიერა რედაქტირება

ნორინა ჯილმა თავისი სამსახიობო კარიერა დაიწყო მაქს რეინჰარდტის სამსახიობო სკოლაში, გერმანულ თეატრში. აქ მან დაჰყო 1907-1909 წ.წ. ფსევდონიმით „მარია კარმი“. ის თამაშობდა გერმანულ და იტალიურ თეატრებსა და მუნჯ ფილმებში.

მისი ყველაზე ცნობილი სპექტაკლი იყო „სასწაული“ , რომელიც შეიქმნა დრამატურგ კარლ ვოლმიოლერის მიერ, რომელიც შემდგომში ნორინას მეუღლე გახდა. სპექტაკლი თავდაპირველად დაიდგა გერმანიაში, შემდეგ წარმოდგენილი იქნა 1911 წლის 23 დეკემბერს ლონდონში ოლიმპიადის მოედანზე. 1923 წლის 23 დეკემბერს სპაქტაკლი დაიდგა ნიუ-იორკში ბროდვეიზე. აქედან დაიწყო მისი თეატრალური ტურნე დეტროიტში, მილუოკსა და დალასში. საერთო ჯამში, ნორინამ 1000-ზე მეტჯერ ითამაშა ამ სპექტაკლში.

პრინცესა და სუნამო რედაქტირება

კარლ ვალმიულერთან განქორწინების შემდეგ, 1916 წელს ნორინა ცოლად გაჰყვა ქართველ თავად გიორგი მაჩაბელს, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა სტოკჰოლმში, შვედეთში და ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას. როდესაც საქართველო დაიპყრო საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ, გიორგი იყო საქართველოს ელჩი იტალიაში. 1921 წლამდე იგი ცხოვრობდა რომში.

1923 წელს წყვილი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. გიორგი იყო მოყვარული ქიმიკოსი და გაიხსენა ძველი პროფესია, დაიწყო ნივთიერებების ერთმანეთთან შერევა და ცდების ჩატარება. 1926 წელს წყვილმა დააარსა პარფიუმერული კომპანია „perfume company Prince Matchabelli“.

1933 წელს წყვილი განქორწინდა.

1935 წელს გიორგი მაცაბელი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, ხოლო 1936 წელს ნორინამ კომპანია 250,000 დოლარად მიჰყიდა პარფიუმერიის მწარმოებელ საულ განცს.

მეჰერ ბაბა რედაქტირება

1931 წელს ნორინა შეხვდა სულიერ მოძღვარს გურუ მეჰერ ბაბას გახდა მისი მოძღვრების მკაფიო მიმდევარი. ის აქტურად უწევდა პროპაგანდას გურუს იდეებს თავის მეგობართა წრეში. მან 1938 წელს მეჰერ ბაბას პერიოდული ჟურნალიც კი გამოსცა. ამ მიზნით ნიუ იორკში კარნეგი ჰოლსა და სხვა ადგილებში ლექციების მთელი ციკლი წაიკითხა.

40-ან წლებში ნორინამ ელიზაბეთ ჩაპლინ პეტერსონთან ერთად დააარსა რელიგიური საზოგადოება მეჰერ ბაბას სულიერი ცენტრი, რომელიც გადაჭიმული იყო ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ფიჭვნარში 500 ჰა მიწის ფართობზე, აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, მირტლ ბიჩში.

გარდაცვალება რედაქტირება

ნორინა მაჩაბელი გარდაიცვალა იუპონ დუნესში, მირტლ ბიჩში, სამხრეთ კაროლინაში 1957 წელს, 77 წლის ასაკში. მისი ფერფლი დამარხეს მეჰერ ბაბას საფლავის სიახლოვეს ახლოს აჰმადნაგარში (ინდოეთი). მის საფლავზე ამოკვეთილია წარწერა: პრინცესა ნორინა იყო და მუდამ დარჩება ბაბად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება