მარია ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი

მარია ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Marie Elisabeth von Holstein-Gottorf; დ. 6 ივნისი, 1634 — გ. 17 ივნისი, 1665) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ასული. ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფინია 1661-65 წლებში როგორც ლუდვიგ VI-ის პირველი ცოლი.

მარია ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფინია
დაიბადა 6 ივნისი, 1634
გარდაიცვალა 17 ივნისი, 1665, (31 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ლუდვიგ VI, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი
შვილ(ებ)ი რვა შვილი
მამა ფრედერიკ III, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა მარია ელიზაბეთ საქსონიელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია ელიზაბეთი დაიბადა 1634 წლის 6 ივნისს, გოტორპში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის შუათანა ასული. მას სახელი დედამისის პატივსაცემად დაარქვეს.

1650 წლის 24 ნოემბერს, გოტორპის სასახლეში შედგა მისი და ლუდვიგ ჰესენელის ქორწინება, რომელთა ნიშნობაც 1649 წელს შედგა ლუდვიგის დაბადების დღეზე. მათ ქორწინებას დიდი ზეიმი მოჰყვა. 1661 წელს, ლუდვიგ VI ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი ხდება.

ლუდვიგი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა შვედეთთან, რომლის დედოფალიც მარია ელიზაბეთის და, ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი იყო. მარია ელიზაბეთსა და ლუდვიგს სულ რვა შვილი გაუჩნდათ. იგი 31 წლის ასაკში, 1665 წლის 17 ივნისს მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკდარი ბავშვი გააჩინა. ამ ტრაგედიამ ლუდვიგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. ცნობილია, რომ მან თავისი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად რამდენიმე ისტორიული პოემა დაწერა, თუმცა მემკვიდრის არარსებობის გამო მეორედ დაქორწინდა ელიზაბეთ დოროთეა საქსენ-გოთა-ალტენბურგელზე.

  1. მაგდალენა სიბილა (1652-1712), ცოლად გაჰყვა ვილჰელმ ლუდვიგ ვიუტემბერგელს;
  2. სოფია ელეონორა (1653), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. გეორგი (1654-1655), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. მარია ელიზაბეთი (1656-1715), ცოლად გაჰყვა ჰაინრიხ საქსენ-როიმილდელს;
  5. ავგუსტა მაგდალენა (1657-1674), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ლუდვიგ VII (1658-1678), ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  7. ფრიდრიხი (1659-1676), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  8. მარია სოფია (1661-1712), ცოლად გაჰყვა კრისტიან საქსენ-ეიზენახელს;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება