მარია დოროთეია პორტუგალიელი

მარია დოროთეია პორტუგალიელი (პორტ. Maria Doroteia de Portugal; დ. 21 სექტემბერი, 1739 — გ. 14 იანვარი, 1771) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ისა და დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის ქალიშვილი.

მარია დოროთეია პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 21 სექტემბერი, 1739
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 14 იანვარი, 1771, (31 წლის)
ლისაბონი, პორტუგალია
საგვარეულო ბრაგანსები
მამა ჟუზე I, პორტუგალიის მეფე
დედა მარიანა ვიქტორია ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია დოროთეია დაიბადა 1739 წლის 21 სექტემბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის მესამე ქალიშვილი ოთხიდან. მას სახელი მისი დიდი ბებიის, პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფია ნოიბურგელის პატივსაცემად დაარქვეს. მისი ნათლიები იყვნენ მისი ორი უფროსი და: მარია და ფრანცისკა, ასევე საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI. იგი მოიაზრებოდა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ II-ის საცოლედ, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა და დოროთეიაც სამუდამოდ გაუთხოვარი დარჩა.

იგი გარდაიცვალა 1771 წლის 14 იანვარს ლისაბონში, 31 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სან-ვინსენტ-დე-ფორას მონასტერში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 14.