მარიანა ფრანცისკა პორტუგალიელი

მარიანა ფრანცისკა პორტუგალიელი (პორტ. Mariana Francisca de Portugal; დ. 7 ოქტომბერი, 1736 — გ. 16 მაისი, 1813) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ისა და დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალ მარია I-ის და.

მარიანა ფრანცისკა პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 7 ოქტომბერი, 1736
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 16 მაისი, 1813, (76 წლის)
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
საგვარეულო ბრაგანსები
მამა ჟუზე I, პორტუგალიის მეფე
დედა მარიანა ვიქტორია ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარიანა ფრანცისკა დაიბადა 1736 წლის 7 ოქტომბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის მეორე ქალიშვილი. თავდაპირველად იგი მოიაზრებოდა საფრანგეთის დოფინ ლუის საცოლედ, მაგრამ მარიანას დედასა და ლუის მამას შორის ძველი, დიდი განხეთქილების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. თავდაპირველად მარიანას დედა დანიშნული იყო ლუის მამაზე, მეფე ლუი XV-ზე, რის გამოც წლების მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა, თუმცა საბოლოოდ ლუიმ ცოლად პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა შეირთო და მარიანა უკან, ესპანეთში გააბრუნა, რასაც ომიც კი მოჰყვა.

ამის შემდეგ მისი საქორწინო მოლაპარაკებები აღარასდროს დაწყებულა, რის გამოც მარიანა ფრანცისკა სამუდამოდ გაუთხოვარი და უშვილო დარჩა. ნახევარკუნძულის ომის დროს, ნაპოლეონ ბონაპარტის პორტუგალიაში შეჭრის გამო მარიანა ფრანცისკა და მისი ოჯახი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიქცა. სწორედ აქ გაატარა მან თავისი უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1813 წელს, 76 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ლისაბონში, ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • «D. Maria Ana, infanta de Portugal - Portugal, Dicionário Histórico». www.arqnet.pt. Consultado em 17 de setembro de 2017
  • Futuro, Sistemas do. «.: in web». patrimoniocultural.cm-lisboa.pt. Consultado em 17 de setembro de 2017